عَنْ سَلْمَانَ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
قَالَ لَنَا الْمُشْرِكُونَ: إِنِّي أَرَى صَاحِبَكُمْ يُعَلِّمُكُمْ حَتَّى يُعَلِّمَكُمُ الْخِرَاءَةَ، فَقَالَ: أَجَلْ، إِنَّهُ نَهَانَا أَنْ يَسْتَنْجِيَ أَحَدُنَا بِيَمِينِهِ، أَوْ يَسْتَقْبِلَ الْقِبْلَةَ، وَنَهَى عَنِ الرَّوْثِ وَالْعِظَامِ وَقَالَ: «لَا يَسْتَنْجِي أَحَدُكُمْ بِدُونِ ثَلَاثَةِ أَحْجَارٍ».

სალმანმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა:
«მრავალღმერთიანებმა გვითხრეს: "ვხედავ, რომ თქვენი მეგობარი თქვენ გასწავლით ყველაფერს, იმასაც კი თუ როგორ გახვიდეთ კუჭში", ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, მან ჩვენ აგვიკრძალა, რომ გავიწმინდოთ მარჯვენა ხელით, მივემართოთ ყიბლას მიმართულებით, და მან ასევე აგვიკრძალა ხმელი ნაკელის და ძვლების გამოყენება (ჩასაბანად)". და თქვა: «არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 262

განმარტება

სალმან ალ-ფაარსიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მრავალღმერთიანები დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ: თქვენი მოციქული ყველაფერს გასწავლით, იქამდეც კი, თ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ბუნებრივი მოთხოვნილებები, იქნება ეს შარდი თუ განავალი! სალმან ალ-ფარისიმ უპასუხა: დიახ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა, როგორ უნდა მოვიხადოთ ბუნებრივი მოთხოვნილებები. მათ შორის, მან აგვიკრძალა მარჯვენა ხელით გაწმენდა, რათა ხელი დაცული ყოფილიყო სიბინძურისგან და პატივსაცემი დარჩენილიყო. მან აგვიკრძალა ქააბას მიმართულებით შარდვა ან განავალზე გასვლა. აგრეთვე, აგვიკრძალა ცხოველთა ხმელი ფუნისა და ძვლების გამოყენება გასუფთავებისთვის. და მან ბრძანა, რომ გასუფთავებისას არ უნდა დავკმაყოფილდეთ სამ ქვაზე ნაკლებით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამური შარიათის სრულყოფილებისა და ყოვლისმომცველობის განმარტება ყველა იმ საკითხში, რაც ადამიანებს სჭირდებათ.
  2. საპირფარეშოს შემდეგ გასუფთავების ზოგიერთი ეთიკის ნორმის განმარტება.
  3. ქააბას მიმართულებით შარდვისა და განავალზე გასვლის აკრძალვა, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებიდან გამომდინარე: მან აგვიკრძალა, ანუ ის აკრძალულია.
  4. მარჯვენა ხელით გასუფთავების აკრძალვა წყლით ან ქვით– მის პატივისცემად.
  5. მარჯვენა ხელის უპირატესობა მარცხენაზე, რადგან მარცხენა ხელი გამოიყენება უწმინდურობისა და სიბინძურის მოსაშორებლად, ხოლო მარჯვენა – დანარჩენი საქმეებისთვის.
  6. სიბინძურის მოცილების ვალდებულება წყლით ან ქვებით, იქნება იგი მცირე რაოდენობით თუ დიდი.
  7. აკრძალვა სამ ქვაზე ნაკლების გამოყენებისას ქვით გაქმენდისას, რადგან სამ ქვაზე ნაკლები, როგორც წესი, არ უზრუნველყოფს სრულ გასუფთავებას.
  8. ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს განწმენდისა და სისუფთავის მიღწევას, საკმარისია. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაკუთრებულად ახსენა ქვები, რადგან ისინი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო, და როდესაც რაღაც არის ყველაზე გავრცელებული, მას არ აქვს შემზღუდავი მნიშვნელობა.
  9. სასურველია გასუფთავების დასრულება კენტი რიცხვით. თუ სისუფთავე მიღწეულია ოთხი ქვით, უმჯობესია მეხუთის დამატება და ასე შემდეგ, რადგან შუამავალმა ბრძანა: ვინც ქვითგაწმენდვას აკეთებს, კენტი რიცხვით დაასრულოს.
  10. აკრძალულია ნარჩენით წმენდა, რადგან იგი: ან არის დაბინძურებული, ან იმიტომ, რომ ეს არის ჯინების საკვები.
  11. აკრძალულია ძვლით წმენდა, რადგან იგი ან არის დაბინძურებული, ან იმიტომ, რომ ეს არის თავად ჯინების საკვები.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية