ყურანისადმი პატივისცემის მადლი

6ჰადისების სია

ჰადისების სია 6

მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან
თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას
ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს
მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია
ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება
ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს