1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ჰადისი მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია

عَن أَبي مُوْسى الأَشْعريِّ رضي الله عنه قال: قال رسولُ اللهِ صلى اللهُ عليه وسلم:
«مَثَلُ الْمُؤْمِنِ الَّذِي يَقْرَأُ الْقُرْآنَ كَمَثَلِ الْأُتْرُجَّةِ، رِيحُهَا طَيِّبٌ وَطَعْمُهَا طَيِّبٌ، وَمَثَلُ الْمُؤْمِنِ الَّذِي لَا يَقْرَأُ الْقُرْآنَ كَمَثَلِ التَّمْرَةِ، لَا رِيحَ لَهَا وَطَعْمُهَا حُلْوٌ، وَمَثَلُ الْمُنَافِقِ الَّذِي يَقْرَأُ الْقُرْآنَ مَثَلُ الرَّيْحَانَةِ، رِيحُهَا طَيِّبٌ وَطَعْمُهَا مُرٌّ، وَمَثَلُ الْمُنَافِقِ الَّذِي لَا يَقْرَأُ الْقُرْآنَ كَمَثَلِ الْحَنْظَلَةِ، لَيْسَ لَهَا رِيحٌ وَطَعْمُهَا مُرٌّ».

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია, თვალთმაქცი,(მუნააფიყი) რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ბაზილიკს, რომლის სურნელი სასიამოვნოა, მაგრამ გემო მწარე. ხოლო თვალთმაქცი, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია კოლოქვინტის (მწარე გოგრა), რომელსაც არც სურნელი აქვს და გემოც მწარეა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5427

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განამარტა ადამიანთა კატეგორიები ყურანის კითხვისა და მისით სარგებლის მიღების მხრივ:
პირველი ჯგუფი: მორწმუნე, რომელიც კითხულობს ყურანს და იღებს მისგან სარგებელს, ის ჰგავს ციტრუსის ნაყოფს, რომელსაც სასიამოვნო გემო, სურნელი და მშვენიერი ფერი აქვს. მისი სარგებელი მრავალფეროვანია, რადგან ის მოქმედებს წაკითხულის მიხედვით და სარგებელს აძლევს ალლაჰის მსახურებს.
მეორე ჯგუფი: მორწმუნე, რომელიც არ კითხულობს ყურანს, ის ჰგავს ფინიკს: გემო ტკბილი აქვს, მაგრამ სურნელი არ აქვს. მისი გული სავსეა რწმენით, როგორც ფინიკის გულია სავსე სიტკბოთი. თუმცა, სურნელის არარსებობა ნიშნავს, რომ სხვები ვერ გრძნობენ მისი წაკითხვის სიხარულს, რადგან ის ხმამაღლა არ კითხულობს, რათა ადამიანები ისიამოვნონ მისი მოსმენით.
მესამე ჯგუფი: ფარისეველი, რომელიც კითხულობს ყურანს, ჰგავს ბაზილიკს (ან რეჰანის) მცენარეს: მას სასიამოვნო სურნელი აქვს, მაგრამ გემო მწარეა. მისი გული რწმენით არ არის გამოსწორებული, არც ყურანს მისდევს საქმით. ის ხალხის წინაშე თავს მორწმუნედ აჩვენებს, მისი სასიამოვნო სურნელი ჰგავს მის კითხვას, ხოლო მწარე გემო – მის ურწმუნოებას.
მეოთხე ჯგუფი: ფარისეველი(მუნააფიყი), რომელიც არ კითხულობს ყურანს, ჰგავს კოლოქვინტის (მწარე ყაბაყის სახეობა) ნაყოფს: მას არ აქვს სურნელი და გემო მწარეა. სურნელის არარსებობა ჰგავს მისი წაკითხვის არარსებობას, ხოლო მწარე გემო – მისი ურწმუნოების სიმწარეს. მისი შინაგანი გული რწმენისგან ცარიელია, ხოლო გარეგნულად არ მოაქვს სარგებელი, არამედ ზიანს აყენებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყურანის მცოდნისა და მისი პრაქტიკაში მომყვანის ღირსება.
  2. სწავლების მეთოდებიდან არის მაგალითის მოყვანა, რათა გაამარტივოს გაგება.
  3. ყურანის რეგულარული კითხვა თითოეული მორწმუნისთვის აუცილებელია.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية