1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი ისინი, ვინც იცავენ ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, და ისინი, ვინც არღვევენ ამ საზღვრებს, შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებმაც ისროლეს წილის კენჭები, რათა დაეკავებინათ ადგილები გემზე: ერთი ნაწილი აღმოჩნდა გემის ზემოთ, მეორე კი ქვემოთ

عَنِ النُّعْمَانِ بْنِ بَشِيرٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَثَلُ القَائِمِ عَلَى حُدُودِ اللَّهِ وَالوَاقِعِ فِيهَا، كَمَثَلِ قَوْمٍ اسْتَهَمُوا عَلَى سَفِينَةٍ، فَأَصَابَ بَعْضُهُمْ أَعْلاَهَا وَبَعْضُهُمْ أَسْفَلَهَا، فَكَانَ الَّذِينَ فِي أَسْفَلِهَا إِذَا اسْتَقَوْا مِنَ المَاءِ مَرُّوا عَلَى مَنْ فَوْقَهُمْ، فَقَالُوا: لَوْ أَنَّا خَرَقْنَا فِي نَصِيبِنَا خَرْقًا وَلَمْ نُؤْذِ مَنْ فَوْقَنَا، فَإِنْ يَتْرُكُوهُمْ وَمَا أَرَادُوا هَلَكُوا جَمِيعًا، وَإِنْ أَخَذُوا عَلَى أَيْدِيهِمْ نَجَوْا، وَنَجَوْا جَمِيعًا».

გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ისინი, ვინც იცავენ ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, და ისინი, ვინც არღვევენ ამ საზღვრებს, შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებმაც ისროლეს წილის კენჭები, რათა დაეკავებინათ ადგილები გემზე: ერთი ნაწილი აღმოჩნდა გემის ზემოთ, მეორე კი ქვემოთ. როცა ქვემოთ მყოფებს წყლის ამოღება სურდათ, უნდა გაევლოთ ზემოთ მყოფთა გავლით, ამიტომ ბოლოს თქვეს: 'რატომ არ გავაკეთოთ ხვრელი გემის ძირში, რომ წყალი იქიდან ავიღოთ და ზემოთ მყოფები არ შევაწუხოთ?' თუ [ზემოთ მყოფნი] მათ თავიანთ ნებაზე მიუშვებენ და მისცემენ ნებას გააკეთონ ის, რაც სურთ, ყველა დაიღუპება. მაგრამ თუ შეაჩერებენ მათ და ხელს შეუშლიან, ისინი გადაარჩენენ თავიანთ თავსაც და სხვებსაც».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 2493

განმარტება

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაგალითად მოიტანა ალლაჰის საზღვრების დამცავი და მისი ბრძანებების შემსრულებელი საზოგადოება, რომლებიც მოუწოდებენ სიკეთეს და კრძალავენ მოუწონარს. ასევე, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიყვანა მაგალითი მათ შესახებ, ვინც არღვევს ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, ტოვებს კეთილ საქმეებს და ჩადის ბოროტებას, და როგორ აისახება ეს საზოგადოების გადარჩენაზე. ეს მაგალითი მსგავსია ადამიანთა ჯგუფისა, რომლებიც მიცურავენ გემით და წილისყრით გაანაწილეს ადგილები: ვინ იქნება ზემოთ და ვინ ქვემოთ. ისინი, ვინც აღმოჩნდნენ გემის ქვემოთ, როცა წყლის აღება სჭირდებოდათ, გადიოდნენ ზემოთ მყოფების გავლით. ქვედა გემბანზე მყოფებმა თქვეს: "თუ ჩვენ გავაკეთებთ ხვრელს გემის ძირში, რომ წყალი ავიღოთ, ზემოთ მყოფებს არ შევაწუხებთ". თუმცა, თუ ზემოთ მყოფები მისცემდნენ მათ ამის ნებას, გემი ჩაიძირებოდა ყველასთან ერთად. ხოლო თუ ისინი ხელს შეუშლიდნენ მათ ამის გაკეთებაში, ყველა გადარჩებოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მნიშვნელოვანია სიკეთის მოწოდება და ბოროტების აკრძალვა საზოგადოების დასაცავად და წარმატებისთვის.
  2. მაგალითების მოყვანა სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, რათა გონებისთვის უფრო კარგად იყოს გასაგები არსებული მდგომარეობები.
  3. აშკარად მოუწონარი ქმედების ჩადენა და მისი არ დაგმობა გამოიწვევს უბედურებას, რომლის ზარალიც ყველას ერთად შეეხება.
  4. საზოგადოების დაღუპვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ცოდვილებს აძლევენ ნებას გაავრცელონ ბოროტება მიწაზე, მათი შეჩერების გარეშე.
  5. არასწორი ქმედება და კარგი განზრახვა არ არის საკმარისი კარგი საქმისთვის.
  6. მუსლიმ საზოგადოებაში პასუხისმგებლობა საერთოა, ის ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე არ არის მხოლოდ.
  7. კონკრეტული ჯგუფის ცოდვებით მთლიანი საზოგადოება დაისჯება, თუ მათ არ გაკიცხავენ.
  8. მოუწონარი ქმედებების ჩამდენი საზოგადოება მათ მოუწონარ ქმედებებს კარგი ფორმით წარმოუჩენენ საზოგადოებას, როგორც ორპირები.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية