გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
შევფიცეთ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ შევისმენდით და ვმორჩილებდით მის ბრძანებებს სირთულესა და სიადვილეში, მოსაწონსა და მოუწონარში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენს მიმართ უსამართლობას გამოიჩენენ
თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება
როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა
გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს
ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის)
თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი
თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით
ისინი, ვინც იცავენ ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, და ისინი, ვინც არღვევენ ამ საზღვრებს, შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებმაც ისროლეს წილის კენჭები, რათა დაეკავებინათ ადგილები გემზე: ერთი ნაწილი აღმოჩნდა გემის ზემოთ, მეორე კი ქვემოთ
ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ
ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას
ისმინეთ და დაემორჩილეთ, რადგან ისინი (მმართველები) აგებენ პასუხს მათზე დაკისრებულზე, ხოლო თქვენ — თქვენზე დაკისრებულზე
ჭეშმარიტად, რელიგია მარტივია, და ვინც შეეცდება დაუძლეველი ტვირთის აღებას რელიგიაში, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ, იარეთ სწორ გზაზე, ეცადეთ მიუახლოვდეთ მას
ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას
ისინი რომ შიგნით შესულიყვნენ (ცეცხლში), აღდგომის დღემდე აღარ გამოვიდოდნენ იქიდან. მორჩილება (მეთაურისადმი) მხოლოდ სიკეთეშია
ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის
იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში
ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით
აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით
ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს
ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები, ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები და არეულობა, რომლის დროსაც მჯდომარე უკეთესი იქნება მდგარზე, ხოლო მდგარი – უკეთესი მორბენალზე