عن أبي هريرة رضي الله عنه:
أَنَّ رَجُلًا قَالَ لِلنَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: أَوْصِنِي، قَالَ: «لَا تَغْضَبْ» فَرَدَّدَ مِرَارًا قَالَ: «لَا تَغْضَبْ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6116

განმარტება

ერთ-ერთმა საჰაბამ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სთხოვა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მითითება იმაზე, რაც მას სარგებელს მოუტანდა, და მოციქულმა უბრძანა, რომ არ გაბრაზებულიყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ერიდოს ყველა იმ მიზეზს, რაც მას შეიძლება განაწყენებისკენ უბიძგოს, და თუ ის უკვე გაბრაზდა, უნდა შეძლოს თავის შეკავება და კონტროლი, არ უნდა მისცეს თავს უფლება, გაბრაზების გავლენით ცუდი საქმეები ჩაიდინოს, როგორიცაა მკვლელობა, ცემა, შეურაცხყოფა და ა.შ.
მამაკაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თხოვნა დარიგების შესახებ, მაგრამ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) არაფერი დაამატა თავის რჩევას, გარდა სიტყვებისა «არ გაბრაზდე».

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება ბრაზისგან და იმ მიზეზებისგან, რომლებიც მას იწვევს, რადგან ბრაზი არის ბოროტების წყარო, ხოლო მისი თავიდან აცილება - სიკეთე.
  2. ბრაზი ალლაჰის გულისთვის, მაგალითად, გაბრაზება ალლაჰის აკრძალვების უგულებელყოფის გამო, მიეკუთვნება საქებარ სიბრაზეს.
  3. სიტყვების გამეორება საჭიროების შემთხვევაში, სანამ მსმენელი არ გაიგებს მათ და არ გააცნობიერებს მათ მნიშვნელობას.
  4. სწავლულისგან რჩევის თხოვნის ღირსება.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو