1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის

عَنْ أَنَسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قالَ:
«لاَ يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ، حَتَّى يُحِبَّ لِأَخِيهِ مَا يُحِبُّ لِنَفْسِهِ».

ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა):
«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 13

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმის სრული რწმენა არ შედგება მანამ, სანამ ის არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც საკუთარ თავისთვის სურს, იქნება ეს მორჩილების საქმეები თუ კეთილდღეობა რელიგიასა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, უნდა სძულდეს მისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. თუ მუსლიმი ძმაში რელიგიურ ნაკლოვანებებს შენიშნავს, უნდა ეცადოს მის გამოსწორებას. ხოლო თუ მასში სიკეთეს დაინახავს, ​​უნდა გაამხნევოს, დაეხმაროს და რჩევა მისცეს რელიგიურ ან ამქვეყნიურ საქმეებში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანის ვალდებულებაა, სურდეს თავისი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც თავად სურს საკუთარი თავისთვის, რადგან იმაზე მინიშნება, რომ რწმენა არ გააჩნია მას, ვინც თავის მისლიმ ძმას არ უსურვებს იმას, რაც საკუთარ თავს სურს, მიუთითებს ამ ვალდებულების აუცილებლობაზე.
  2. ალლაჰის გზაზე ძმობა სისხლით ნათესაობის ძმობაზე მაღლა დგას, ამიტომ მისი უფლება უფრო სავალდებულოა.
  3. აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, მაგალითად: ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, შური, მუსლიმის სიცოცხლის, ქონების ან ღირსების ხელყოფა.
  4. ზოგიერთი სტიმულირებადი ტერმინის გამოყენება მოქმედების წახალისებისთვის, მაგალითად, ფრაზა "თავისი ძმისთვის".
  5. ალ-ქირმაანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «რწმენის ნაწილი ასევე ისაა, რომ ადამიანს სძულდეს თავისი ძმისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. ამის ხსენება არ არის საჭირო, რადგან რაღაცის სიყვარული გულისხმობს მის საწინააღმდეგოს სიძულვილს, ამიტომ პირდაპირი ხსენება გამოტოვებულია, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება».

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو