1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა

عن أبي هريرة رضي الله عنه قال:
سُئِلَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنْ أَكْثَرِ مَا يُدْخِلُ النَّاسَ الْجَنَّةَ، فَقَالَ: «تَقْوَى اللهِ وَحُسْنُ الْخُلُقِ»، وَسُئِلَ عَنْ أَكْثَرِ مَا يُدْخِلُ النَّاسَ النَّارَ فَقَالَ: «الْفَمُ وَالْفَرْجُ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».

ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 2004

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა განმარტა, რომ არსებობს ორი უდიდესი მიზეზი, რომელთაც ადამიანი შეჰყავს სამოთხეში, ესენია:
ალლაჰის შიში და კარგი ზნეობა.
ღვთისმოშიშობა — ეს არის, როცა შენ აღმართავ ბარიერს შენსა და ალლაჰის სასჯელს შორის, იმის შესრულებით, რაც მან გიბრძანა და იმისგან გაფრთხილებით, რაც ალლაჰმა აკრძალა.
კეთილზნეობა — ეს არის კეთილგანწყობილი და ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება და სხვებისთვის ზიანის მიყენებისგან თავშეკავება.
და ასევე ჯოჯოხეთში შესვლის უდიდესი მიზეზი არის ორი, ესენია:
ენა და სასქესო ორგანო.
ენის ზიანი არის: ტყუილი, ზურგს უკან სხვაზე ცუდის თქმა, ჭორაობა, და ა.შ.
სასქესო ორგანოს ზიანი არის: მრუშობა, მამათმავლობა და სხვა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სამოთხეში შესვლის მიზეზთაგანი არის ისეთი, რაც დაკავშირებულია ალლაჰთან, როგორიცაა: ღვთისმოშიშობა, და მიზეზები დაკავშირებული ადამიანებთან, როგორიცაა: კარგი ზნეობა.
  2. ენის საშიშროება ის არის, რომ ის არის ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზი.
  3. ვნებებისა და გარყვნილების საშიშროება ის არის, რომ ის არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჯოჯოხეთში მოხვედრის.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية