1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!

عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه:
أَنَّ نَفَرًا مِنْ أَصْحَابِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ سَأَلُوا أَزْوَاجَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنْ عَمَلِهِ فِي السِّرِّ؟ فَقَالَ بَعْضُهُمْ: لَا أَتَزَوَّجُ النِّسَاءَ، وَقَالَ بَعْضُهُمْ: لَا آكُلُ اللَّحْمَ، وَقَالَ بَعْضُهُمْ: لَا أَنَامُ عَلَى فِرَاشٍ، فَحَمِدَ اللهَ وَأَثْنَى عَلَيْهِ، فَقَالَ: «مَا بَالُ أَقْوَامٍ قَالُوا كَذَا وَكَذَا؟ لَكِنِّي أُصَلِّي وَأَنَامُ، وَأَصُومُ وَأُفْطِرُ، وَأَتَزَوَّجُ النِّسَاءَ، فَمَنْ رَغِبَ عَنْ سُنَّتِي فَلَيْسَ مِنِّي».

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1401

განმარტება

საჰაბებიდან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ერთი ჯგუფი მივიდა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლების სახლებში და მათ ეკითხებოდნენ შუამავლის ღვთისმსახურების შესახებ, რომელსაც ის ასრულებდა სახლში სხვებისგან შეუმჩნევლად, როდესაც მათ აცნობეს თითქოს მათ ეცოტავათ ეს ყველაფერი და თქვეს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თუ ასე იქცევა მაშინ ჩვენი მდგომარეობა როგორიღა იქნება? მას წარსული და მომავალი ყველა ცოდვა ეპატია, განმსხვავებით იმის, ვინც არ იცის დაიმსახურებს თუ არა ალლაჰის შენდობას, ამიტომ მას უფრო მეტი ღვთისმსახურება სჭირდება, რათა გახდეს შეწყალების ღირსი. შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: მე არ დავქორწინდები ქალზე. მეორე მათგანმა თქვა: მე ხორცს აღარასოდეს მივირთმევ. ერთმა მათგანმა კი თქვა: მე საწოლში აღარასოდეს დავიძინებ. როცა ამ ამბავმა მიაღწია შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის გაბრაზდა და მიმართა ხალხს, ჯერ შეაქო და განადიდა ალლაჰი და თქვა: რა ემართებათ ხალხს რომლებიც ასე და ასე ამბობებ? ვფიცავ ალლაჰს მე თქვენს შორის ყველაზე მეტად ღვთისმოშიში და ღვთისმორჩილი ვარ, მაგრამ მე მთელი ღამეების ლოცვაში არ ვატარებ, და ზოგჯერ ვიძინებ, მთელ დღეეებს მარხვაში არ ვატარებ არ, და ზოგჯერ ვწყვეტ მარხვას, და ვქორწინდები ქალებზე, ვინც ჩემ გზას ზურგს აქცევს და სხვა გზას უფრო სრულყოფილად მიიჩნევს და გაჰყვება ჩემი გზის გარდა სხვა გზას ის ჩემიანი არ არის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სიყვარული სიკეთის მიმართ, მისი გაკეთების დიდი სურვილი, და მათი შუამავლის გზაზე გაყოლა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
  2. ამ შარიათის სიდიადე და სიადვილე, რომელიც აიღება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საქმეებიდან და მეთოდებიდან.
  3. სიკეთე და ბარაქა შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილებაში, და მის ძვირფას ქმედებებზე მიყოლაშია.
  4. გაფრთხილება თაყვანისცემაში საკუთარ თავზე აუტანელი ტვირთის აღებისგან და მითითება იმაზე, რომ ეს ახასიათებს ბიდ’ას (გამოგონილი საქმეების) მიმდევრებს.
  5. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ღვთისმსახურებებში ზედმეტი სირთულე გამოიწვევს მობეზრებას და ბოლოს ამ ღვთისმსახურების სრულიად შეწყვეტას. მხოლოდ სავალდებულო ღვთისმსახურებით შემოფარგვლა კი, მაგალითად: ნებაყოფილობითი ღვთისმსახურებების მიტოვება გამოიწვევს სიზარმაცეს და ღვთისმსახურებებში ყურადღების მოდუნებას, ამიტომ საუკეთესო ქმედებები არის - საშუალო».
  6. ამ ჰადისში მოცემულია, რომ ღვთისმოსავი ადამიანების მდგომარეობის გამოკვლევა კარგია, რათა მოხდეს მათ ქმედებებზე მიბაძვა, და თუ ვერ მოხერხდა მამაკაცების მდგომარეობის გაგება ნებადართულია მათ მდგომარეობაზე მათი ცოლებისგან გაგება.
  7. ამ ჰადისში მოცემულია: ადამიანებზე რჩევა დარიგების მიცემა, მათზე საჭირო იმფორმაციის გადაცემა, მორწმუნეებისთვის დადგენილებების განმარტება და ღვთისმოსავი გამრჯე ადამიანებისთვის ეჭვების გაქარწყლება.
  8. ბრძანება თაყვანისცემაში ზომიერების დაცვაზე, მის მუდმივ შესრულებასთან ერთად, ისე, რომ მოიცავდეს როგორც ვალდებულ (ფარდ), ასევე დამატებით (ნაფილ) ღვთისმსახურებებს. ეს საჭიროა, რათა მუსლიმმა დაიცვას სხვათა უფლებები მის მიმართ და შეინარჩუნოს ბალანსი თაყვანისცემასა და საერო მოვალეობებს შორის.
  9. ამ ჰადისში არის არგუმენტი ქორწინების სიკეთეზე და მისკენ მოწოდებაზე.

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية