შუამავლური ბიოგრაგია

38ჰადისების სია 9ქვეკატეგორიები

ჰადისების სია 38

ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო
ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში
არ მინახავს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ იგი მთელი გულით გაცინებულიყო, ისე, რომ მისი სასის უკანა ნაწილი დამენახა. ის მხოლოდ იღიმებოდა
შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა
ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის? ნამდვილად, ის იქნება ცალთვალა და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის
არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვაი არაბებს, მოახლოებული ბოროტებისგან! დღეს იაჯუჯ და მაჯუჯის კედლიდან გაიხსნა ამხელა ნაწილი,
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფრო მორიდებული იყო, ვიდრე ქორწინებისთვის მომზადებული ქალწული თავის კარავში და როცა მას რამე არ მოსწონდა, ჩვენ მის სახეზე ვამჩნევდით ამას
რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცულობდა, ხელებს შორის სივრცეს ტოვებდა ისე, რომ მისი იღლიის სითეთრე გამოჩნდებოდა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა
თუ მორწმუნეებზე — ან: ჩემს უმმაზე — ტვირთად არ დავაწვებოდი, მათ ვუბრძანებდი სივაქის გამოყენებას ყოველი ლოცვის წინ
ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები
მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის მდგომარეობაში ვიყავით. ის მავალებდა, ჩამეცვა ქვედა სამოსი, და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე მენსტრუალური მდგომარეობა მქონდა, ის შემეხებოდა. ასევე, როცა ის ი'თიქაფის მდგომარეობაში იყო (მეჩეთში),
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა
ვინც არ უნდა მომესალმოს (ჩემი გარდაცვალების შემდეგ), ალლაჰი აუცილებლად დააბრუნებს ჩემს სულს, რათა მე მისალმებაზე პასუხი გავცე მას
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადება დაიწყო მაშინ, როცა ის იყო ორმოცი წლის
ისინი რომ შიგნით შესულიყვნენ (ცეცხლში), აღდგომის დღემდე აღარ გამოვიდოდნენ იქიდან. მორჩილება (მეთაურისადმი) მხოლოდ სიკეთეშია
არ მინახავს ვინმე, ვისაც გრძელი თმა ჰქონოდა და წითელ სამოსში უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია
ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ
ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის განწმენდად და წყალობად აქციე
მუჰამმადის (ალალაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი არასოდეს ჭამდა დღეში ორჯერ, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი ყოფილიყო ხურმისგან(ფინიკისგან)
მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო
ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე
პირველი, რითაც დაიწყო გამოცხადება ალლაჰის შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იყვნენ ჭეშმარიტი სიზმრები
როდესაც მივდიოდი მაღლა ზეციდან შემომესმა ხმა, მხედველობა მისკენ მივაპყარი, ეს იყო ანგელოზი, რომელიც გამომეცხადა ჰირას გამოქვაბულში
რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!
ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან
ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა
ლოცვა და ის, რაც თქვენს მარჯვენა ხელებს (მონები) ეკუთვნის