1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არა მუსლიმს (მუსლიმებთან მშვიდობის პირობით მცხოვრებს), ის სამოთხის სურნელს ვერ იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი ორმოცი წლის (გასავლელი) მანძილის სიშორეზე იგრძნობა

عن عبد الله بن عمرو رضي الله عنهما عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«مَنْ قَتَلَ مُعَاهَدًا ‌لَمْ ‌يَرَحْ ‌رَائِحَةَ الْجَنَّةِ، وَإِنَّ رِيحَهَا تُوجَدُ مِنْ مَسِيرَةِ أَرْبَعِينَ عَامًا».

აბდულლაჰ იბნ ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებს, რომელმაც თქვა:
«ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არა მუსლიმს (მუსლიმებთან მშვიდობის პირობით მცხოვრებს), ის სამოთხის სურნელს ვერ იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი ორმოცი წლის (გასავლელი) მანძილის სიშორეზე იგრძნობა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 3166

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკაცრად აფრთხილებს, რომ ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არა მუსლიმს (ეს ნიშნავს იმას, ვინც არა მუსლიმთაგან შემოვიდა ისლამის მიწაზე ხელშეკრულებითა და უსაფრთხოების გარანტიით), ვერ იგრძნობს სამოთხის სურნელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი იგრძნობა ორმოც წელს გასავლელი მანძილის სიშორეზე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ხელშეკრულების მქონე პირის, (ისლამური მმართველობის ქვეშ მცხოვრები არამუსლიმი) და თავშესაფრის მაძიებელი არამუსლიმის მოკვლის აკრძალვა, რაც მძიმე ცოდვათა შორის ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად ითვლება.
  2. ხელშეკრულების მქონე პირი: ეს არის არამუსლიმი, რომელსაც მიეცა ხელშეკრულება, იგი ცხოვრობს თავის ქვეყანაში და არ ეომება მუსლიმებს, ისევე როგორც მუსლიმები არ ეომებიან მას. ზიმმი: ეს არის ის, ვინც დასახლდა მუსლიმთა მიწაზე და იხდის ჯიზიას (სპეციალურ გადასახადს). ალ-მუსთა'მან: ეს არის ის, ვინც შემოვიდა მუსლიმთა მიწაზე ხელშეკრულებითა და უსაფრთხოების გარანტიით განსაზღვრული ვადით.
  3. გაფრთხილება არამუსლიმებთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევისგან.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية