1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، إِذَا كَبَّرَ فِي الصَّلَاةِ، سَكَتَ هُنَيَّةً قَبْلَ أَنْ يَقْرَأَ، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ بِأَبِي أَنْتَ وَأُمِّي أَرَأَيْتَ سُكُوتَكَ بَيْنَ التَّكْبِيرِ وَالْقِرَاءَةِ، مَا تَقُولُ؟ قَالَ «أَقُولُ: اللهُمَّ بَاعِدْ بَيْنِي وَبَيْنَ خَطَايَايَ كَمَا بَاعَدْتَ بَيْنَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ، اللهُمَّ نَقِّنِي مِنْ خَطَايَايَ كَمَا يُنَقَّى الثَّوْبُ الْأَبْيَضُ مِنَ الدَّنَسِ، اللهُمَّ اغْسِلْنِي مِنْ خَطَايَايَ بِالثَّلْجِ وَالْمَاءِ وَالْبَرَدِ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 598

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც თაქბირს ამბობდა ლოცვაში, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ ფაათიჰას კითხვას დაიწყებდა. ამ დროს ლოცვას იწყებდა ზოგიერთი დუა-ს წარმოთქმით. «ო ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო ალლაჰ, განმბანე ჩემი ცოდვებისგან წყლით, თოვლით და სეტყვით». ის თხოვდა ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰს, დაეშორებინა იგი ცოდვებისგან ისე, რომ საერთოდ არ ჩაედინებინა და რომ ეს ცოდვები არასოდეს შეხვედროდნენ მას, როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს. ხოლო თუ მაინც ჩაიდენდა მსგავსს, ალლაჰს სთხოვდა, გაეწმინდა იგი ამ ცოდვებისგან და მოეშორებინა ისინი, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან. აგრეთვე, იგი თხოვდა, დაებანა მისი ცოდვები და გაეცივებინა მათი სითბო წყლის, თოვლისა და სეტყვის საშუალებით, რომლებიც აგრილებენ და წმენდენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საწყისი დუა (დუა ალ-ისთიფთაჰ) არ იკითხება ხმამაღლა, თუნდაც ლოცვა იმ ტიპისა იყოს, რომელიც ხმამაღლა იკითხება.
  2. საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დიდი მონდომებით ცდილობდნენ გაეგოთ შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობები, მისი მოძრაობები და გაჩუმების მომენტები.
  3. ლოცვის დასაწყისის ვედრების სხვა ფორმებიც არის დადასტურებული. უკეთესია, რომ მლოცველმა მონაცვლეობით გამოიყენოს ის დადასტურებული ფორმები, რომლებიც შუამავლისაგნ (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოცემულია — ხან ერთი ფორმით, ხან კი მეორე ფორმით.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية