1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ

عَنْ ‌أَبِي الزُّبَيْرِ قَالَ:
كَانَ ‌ابْنُ الزُّبَيْرِ يَقُولُ فِي دُبُرِ كُلِّ صَلَاةٍ حِينَ يُسَلِّمُ: «لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، ‌وَلَا ‌نَعْبُدُ ‌إِلَّا إِيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ وَلَهُ الْفَضْلُ وَلَهُ الثَّنَاءُ الْحَسَنُ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ وَلَوْ كَرِهَ الْكَافِرُونَ» وَقَالَ: «كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُهَلِّلُ بِهِنَّ دُبُرَ كُلِّ صَلَاةٍ».

გადმოცემულია აბუ ზუბაირისგან, რომ მან თქვა:
იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 594

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ სალამის მიცემის შემდეგ კითხულობდა ამ ძვირფას სიტყვებს, მათი მნიშვნელობა შემდეგია:
«არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», ანუ: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა.
«ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე», ანუ: არ ჰყავს მას მოზიარე გაჩენაში, ღვთაებრიობაში და თავის სახელ-თვისებებში.
«მისია მეუფება», ანუ: მას ეკუთვნის აბსოლუტურად ყველაფერი, სრულიად და ერთიანად, ზეცაში, მიწაზე და რაც ყველაფერი მათ შორისაა.
«მას ეკუთვნის ქება-დიდება», ანუ: ის არის სრულყოფილი უნაკლოებით შემკული, მას ეკუთვნის სრულყოფილი ქება-დიდება სიყვარულით და განდიდებით ყველა მდგომარეობაში, სიხარულის დროს და განსაცდელშიც.
«მას ყველაფერზე ძალა შესწევს», ანუ: მისი ძალა ყოველმხრივ სრულყოფილი და სრულია, მას ყველაფერზე ძალა შესწევს, მასზე წინააღმდეგობის გაწევა არანაირ ძალას არ შეუძლია.
«არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა მისა», ანუ: შეუძლებელია ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა, ალლაჰის მიერ აკრძალული ცოდვებიდან მის მორჩილებაში გადასვლა, არ შესწევს ამაზე ძალა არავის, გარდა ალლაჰისა. ის არის დამხმარე და მასზე უნდა იყოს დაყრდნობა.
«არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა», ანუ: ალლაჰის ღვთაებრიობის დადასტურება და შირქის უარყოფა, და რომ მის გარდა არავინ იმსახურებს ღვთისმსახურებას.
«მას ეკუთვნის წყალობა და მადლი»: ის ფლობს და ის აჩენს ყოველგვარ წყალობას და ის უმრავლებს ამ წყალობას თავის მსახურთაგან, მას ვისაც ინებებს.
«მას ეკუთვნის საუკეთესო ქება» ანუ: ალლაჰი იმსახურებს ქებას თავისი არსით, თვისებებით, ქმედებებით, მისი ბოძებული წყალობების და ზოგადად ყველა მდგომარეობაში.
«არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ჩვენ გულწრფელი ვართ მის რელიგიაში», ანუ: მასზე გულწრფელად თაყვანისცემა, თვალთმაქცობის და ამქვეყნიური სახელის მოხვეჭის სურვილის გარეშე.
«თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს», ანუ: მტკიცე ერთღმერთიანობაში და ალლაჰის მსახურებაში, თუნდაც არ მოსწონდეს ეს ურწმუნოებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია ამ ვედრების გამეორება ყველა სავალდებულო ლოცვის შემდეგ.
  2. მუსლიმი ამაღლებულია თავისი რელიგიით და ის წარმოაჩენს მის ნიშნებს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
  3. თუ მოვიდა ჰადისში სიტყვა: "ლოცვის შემდეგ", ჰადისში მოცემული თუ ალლაჰის ხსენებაა (ზიქრი) ეს ნიშნავს, რომ სალამის მიცემის შემდეგ უნდა შესრულდეს, ხოლო ჰადისში მოცემული თუ ვედრებაა (დუ'ა), მაშინ ის სალამის მიცემამდე უნდა იქნეს წაკითხული.

თარგმნების ჩვენება

64 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية