1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა

عَنْ ‌وَرَّادٍ كَاتِبِ الْمُغِيرَةِ بْنِ شُعْبَةَ قَالَ: أَمْلَى عَلَيَّ الْمُغِيرَةُ بْنُ شُعْبَةَ فِي كِتَابٍ إِلَى مُعَاوِيَةَ:
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَقُولُ فِي دُبُرِ كُلِّ صَلَاةٍ مَكْتُوبَةٍ: «لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، اللَّهُمَّ لَا مَانِعَ لِمَا أَعْطَيْتَ، وَلَا مُعْطِيَ لِمَا مَنَعْتَ، وَلَا يَنْفَعُ ذَا الْجَدِّ مِنْكَ الْجَدُّ».

ვარრადიდან, ალ-მუღირა იბნ შუ'ბას მწერლისგან გადმოცემულია: ალ-მუღირა იბნ შუ'ბამ მიკარნახა წერილი მუ'ავიასთვის, სადაც ეწერა:
რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მას ეკუთვნის მმართველობა, მას ეკუთვნის დიდება და ის ყოვლისშემძლეა ყველაფერში! ო, ალლაჰო, არ არსებობს არავინ, ვინც შეუშლის ხელს იმას, რასაც შენ გასცემ, და არავინ, ვინც მისცემს იმას, რაც შენ მოაკელი. და არავითარი სიმდიდრე არ არის სასარგებლო შენს წინაშე მას, ვინც ფლობს მას /ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 844

განმარტება

ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ».
ეს ნიშნავს, რომ ვადასტურებ და ვაღიარებ თავჰიდის სიტყვას: "არ არსებობს ღმერთი, რომელსაც შეეფერება თაყვანისცემა გარდა ალლაჰისა“. სწორი თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს, და ვუარყოფ მის უფლებას ვინმესთვის გარდა მისი. ვინაიდან არ არსებობს არავინ, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას, გარდა ალლაჰისა. მე ვაღიარებ, რომ ჭეშმარიტი და სრული ძალაუფლება სრულად ეკუთვნის ალლაჰს. ყველა დიდება, რასაც ცისა და მიწის მცხოვრებლები მიაგებენ, სამართლიანად ეკუთვნის მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰს, რადგან ის არის ყოვლისშემძლე. ყველაფერი, რასაც ალლაჰი წინასწარ განსაზღვრავს — იქნება ეს ბოძება თუ წართმევა — ვერავინ შეძლებს მის შეცვლას. და მის წინაშე მდიდარს ვერ უშველის მისი სიმდიდრე; ის მხოლოდ კეთილ საქმეთა შესრულებით შეძლებს გადარჩენას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ლოცვების შემდეგ ამ ზიქრის წარმოთქმის რეკომენდაცია განპირობებულია მათი მნიშვნელობით, რომელიც თავჰიდსა და დიდებას შეიცავს.
  2. სუნნის დაცვაზე ზრუნვა და მისი გავრცელებისკენ სწრაფვა.

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية