1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بِن مَسْعُودٍ رضي الله عنه قَالَ:
سَأَلْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: أَيُّ العَمَلِ أَحَبُّ إِلَى اللَّهِ؟ قَالَ: «الصَّلاَةُ عَلَى وَقْتِهَا»، قَالَ: ثُمَّ أَيٌّ؟ قَالَ: «ثُمَّ بِرُّ الوَالِدَيْنِ» قَالَ: ثُمَّ أَيٌّ؟ قَالَ: «الجِهَادُ فِي سَبِيلِ اللَّهِ» قَالَ: حَدَّثَنِي بِهِنَّ، وَلَوِ اسْتَزَدْتُهُ لَزَادَنِي.

გადმოცემულია აბულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: თუ მე გავაგრძელებდი მის კითხვას, ის აუცილებლად კიდევ რაიმეს დაამატებდა.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 527

განმარტება

შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, თუ რომელი საქმე იყო ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: სავალდებულო ლოცვა, რომელიც სრულდება ალლაჰის მიერ დადგენილ დროს, შემდეგ მშობლებისადმი პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვა, მათი უფლებების შესრულება და მათი დაუმორჩილებლობისგან თავის შეკავება, შემდეგ ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ალლაჰის სიტყვის (ყურანის) ამაღლების, ისლამის რელიგიისა და მუსლიმთა დაცვის, ასევე მისი რიტუალების გამოხატვის მიზნით. ეს სრულდება როგორც სხეულით, ასევე ქონებით.
იბნ მას'უდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: მან ამ საქმეებზე მიმითითა; მისთვის კიდევ რომ მეკითხა შემდეგ რომელი? უფრო მეტს მეტყოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საქმეთა ღირებულება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად საყვარელია ისინი ალლაჰისთვის.
  2. მოწოდება მუსლიმისადმი, რომ ისწრაფოს თანმიმდევრული საუკეთესო საქმეების შესრულებისკენ, მუდმივად შეარჩიოს და განახორციელოს ის, რაც ყველაზე უკეთესია.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხები კითხვაზე საუკეთესო საქმეების შესახებ განსხვავდებოდა ადამიანების, მათი მდგომარეობებისა და იმის მიხედვით, რაც თითოეულ მათგანს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية