1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ

عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«‌إِنَّ ‌أَثْقَلَ صَلَاةٍ عَلَى الْمُنَافِقِينَ صَلَاةُ الْعِشَاءِ وَصَلَاةُ الْفَجْرِ، وَلَوْ يَعْلَمُونَ مَا فِيهِمَا لَأَتَوْهُمَا وَلَوْ حَبْوًا، وَلَقَدْ هَمَمْتُ أَنْ آمُرَ بِالصَّلَاةِ فَتُقَامَ، ثُمَّ آمُرَ رَجُلًا فَيُصَلِّيَ بِالنَّاسِ، ثُمَّ أَنْطَلِقَ مَعِي بِرِجَالٍ مَعَهُمْ حُزَمٌ مِنْ حَطَبٍ إِلَى قَوْمٍ لَا يَشْهَدُونَ الصَّلَاةَ، فَأُحَرِّقَ عَلَيْهِمْ بُيُوتَهُمْ بِالنَّارِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 651

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს თვალთმაქცების შესახებ, რომლებიც კოლექტიური ლოცვის მიმართ გულგრილობით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ღამის და დილის ლოცვის დროს. ის აღნიშნავს, რომ თუ მათ იცოდნენ ამ ლოცვების ჯამაათში შესრულებისას მიღებული ღვთიური მადლის და ჯილდოს მნიშვნელობა, ისინი აუცილებლად დაესწრებოდნენ, თუნდაც ბავშვის მსგავსად ხელებითა და მუხლებით ხოხვით მისულიყვნენ მეჩეთამდე.
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აპირებდა ებრძანა ლოცვის შესრულება და დაენიშნა სხვა ადამიანი, რომ მის ნაცვლად ხელმძღვანელობა გაეწია ლოცვისთვის. (მას უნდოდა) რომ წასულიყო და თან წაეყვანა ადამიანები, რომლებიც ტვირთავდნენ შეშის კონებს, და მისულიყო იმ ადამიანების სახლებთან, ვინც არ ესწრებოდნენ კოლექტიურ ლოცვას, რათა მათი სახლები ცეცხლით დაეწვათ იმ მძიმე ცოდვის გამო, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ. თუმცა, მან ეს განზრახვა არ განახორციელა, რადგან იმ სახლებში იმყოფებოდნენ ქალები, ბავშვები და სხვა უდანაშაულო ადამიანები, რომელთათვისაც კოლექტიური ლოცვა სავალდებულო არ იყო და რომლებიც სასჯელს არ იმსახურებდნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კოლექტიური ლოცვის შესრულების იგნორირება მეჩეთში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
  2. მუნაფიყები თავიანთი თაყვანისცემით არ ისახავენ სხვა მიზანს, გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა და ამპარტავნობისა. ამიტომ ისინი ლოცვაზე მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა მათ ხალხი ხედავს.
  3. დიდი ჯილდო ელოდებათ მათ, ვინც ღამისა და დილის ლოცვებს კოლექტიურად ასრულებს. ეს ლოცვები იმდენად ფასეულია, რომ ისინი იმსახურებენ მათ გამო მისვლას, თუნდაც ცოცვით.
  4. ღამისა და დილის ლოცვების შესრულება არის ხსნა თვალთმაქცობისგან. ამ ლოცვების მიტოვება კი წარმოადგენს მის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية