عن شداد بن أوس رضي الله عنه قال: ثِنْتَانِ حَفِظْتُهُمَا عَنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ اللهَ كَتَبَ الْإِحْسَانَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ، فَإِذَا قَتَلْتُمْ فَأَحْسِنُوا الْقِتْلَةَ، وَإِذَا ذَبَحْتُمْ فَأَحْسِنُوا الذَّبْحَ، وَلْيُحِدَّ أَحَدُكُمْ شَفْرَتَهُ، فَلْيُرِحْ ذَبِيحَتَهُ».

გადმოცემულია შადდად იბნ აუსისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე დავიმახსოვრე შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი რამ:
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1955

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს, რომ უზენაესმა ალლაჰმა დაგვავალა გამოვავლინოთ მოწყალება (გულკეთილობა) ყველა საქმეში. მოწყალება - ეს არის ალლაჰის არსებობაზე მუდმივი ფიქრი(და რომ ის გითვალთვალებს), რომელიც გამოიხატება მის თაყვანისცემაში, სიკეთის კეთებაში და ალლაჰის ქმნილებების დაცვაში ბოროტებისგან. ეს ასევე მოიცავს მოწყალების გამოჩენას მკვლელობის და ცხოველის დაკვლის დროს.
მოწყალება, რომელიც გამოირჩევა სიკვდილით დასჯის დროს, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მოკლე, სწრაფი და იოლი გზის არჩევა, რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება ადამიანისთვის.
როდესაც ცხოველი იკვლება მსხვერპლშეწირვისას, მოწყალების გამოხატვა გულისხმობს ბასრი იარაღის გამოყენებას დაკვლისთვის, რაც ცხოველისადმი გულმოწყალების გამოხატულებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ გალესოს დანა ცხოველის თვალწინ და არ დაკლას ცხოველი სხვა ცხოველების თანდასწრებით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის მოწყალება და სიკეთე მისი ქმნილებების მიმართ.
  2. სიკვდილით დასჯისა და ცხოველის დაკვლისას მოწყალების გამოჩენა გულისხმობს ამ ქმედების შესრულებას შარიათის ნორმების დაცვით.
  3. შარიათის სრულყოფილება და მისი ყოვლისმომცველობა, რომელიც მოიცავს ყოველგვარ სიკეთეს, მათ შორის კეთილგანწყობას ცხოველების მიმართ და ზრუნვას მათზე.
  4. აკრძალულია ადამიანის დასახიჩრება (ან მისი სხეულის ნაწილებად დაშლა) მისი მოკვლის შემდეგ.
  5. ყოველივეს აკრძალვა, რამაც შეიძლება ტანჯვა მიაყენოს ცხოველს.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو