1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა

عَنْ أَبِي مُوسَى رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ اللهَ عَزَّ وَجَلَّ يَبْسُطُ يَدَهُ بِاللَّيْلِ لِيَتُوبَ مُسِيءُ النَّهَارِ، وَيَبْسُطُ يَدَهُ بِالنَّهَارِ لِيَتُوبَ مُسِيءُ اللَّيْلِ، حَتَّى تَطْلُعَ الشَّمْسُ مِنْ مَغْرِبِهَا».

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2759

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ უზენაესი თავისი მონების მონანიებას იღებს, თუ მონამ დღისით ცოდვა ჩაიდინა და ღამით მოინანია, ალლაჰი მის მონანიებას მიიღებს. ხოლო თუ ღამით ცოდვა ჩაიდინა და დღისით მოინანია, ალლაჰი მის მონანიებას ასევე მიიღებს, ალლაჰი გაწვდის თავის ხელს მონანიებისკენ სიხარულით და მისი მიღებით. მონანიების კარი ღია რჩება, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა, რაც ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს მოასწავებს. ხოლო როდესაც მზე დასავლეთიდან ამოვა, მონანიების კარი დაიხურება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მონანიების მიღება გრძელდება მანამ, სანამ მისი კარი ღიაა. ეს კარი დაიხურება, როდესაც მზე დასავლეთიდან ამოვა. ასევე, ადამიანმა უნდა მოინანიოს ცოდვები სიკვდილის ყრუ წვეთამდე, რაც სულის ყელში მისვლას ნიშნავს.
  2. ცოდვის გამო უიმედობისა და სასოწარკვეთილებისგან თავის არიდება, რადგან ალლაჰის მიტევება და წყალობა უსაზღვროა, და მონანიების კარი ღიაა.
  3. მონანიების პირობები: 1. ცოდვის მიტოვება 2. სინანული მის გამო 3. მტკიცე განზრახვა იმაზე, რომ აღარასდროს გაიმეორებს ამ ცოდვას. ეს პირობები ეხება უზენაესი ალლაჰის უფლებებს. თუ საქმე ეხება ადამიანთა უფლებებს, მონანიების სისწორე მოითხოვს: ამ უფლების დაბრუნებას იმისთვის, ვისაც ეკუთვნის, ან დაიმსახუროს იმის მიტევება, ვისი უფლებაც იქნა დარღვეული.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية