عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُما قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي سَفَرٍ، فَرَأَى زِحَامًا وَرَجُلًا قَدْ ظُلِّلَ عَلَيْهِ، فَقَالَ: «مَا هَذَا؟»، فَقَالُوا: صَائِمٌ، فَقَالَ: «لَيْسَ مِنَ البِرِّ الصَّوْمُ فِي السَّفَرِ»، وَفِي لَفْظٍ لِمُسلِمٍ: «عَلَيْكُمْ بِرُخْصَةِ اللهِ الَّذِي رَخَّصَ لَكُمْ».

ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს:
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგზაურობაში იყო და დაინახა ხალხის შეკრება და ერთი ადამიანი, რომლის თავზეც ჩრდილი გაუკეთეს. მან იკითხა: «ეს რა არის?» უთხრეს: «ის მარხვას იცავს». მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში». ხოლო სხვა გადმოცემაში, რომელსაც იმამ მუსლიმი გადმოსცემს, ასეა ნათქვამი: «მიიღეთ ის შვება ალლაჰისაგან, რომელიც მან თქვენთვის ნებადართული გახადა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1946

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამოგზაუროდ იყო, რა დროსაც შეამჩნია ერთი კაცი, რომელსაც ხალხის ჯგუფი თავს დასტრიელებდა, მზის მწველი სიცხისა და ძლიერი წყურვილის გამო მას უჩრდილავდნენ, მან იკითხა: რა მოუვიდა მას? უთხრეს: მარხულია, მან თქვა: მგზავრობაში მარხვა ღვთისმოშიშება არ არის, ალლაჰის მიერ თქვენზე ბოძებული სიადვილით ისარგებლეთ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამური კანონის სიადვილის განმარტება.
  2. მგზავრობაში მარხვა ნებადართულია, ასევე ნებადართულია მარხვის შეწყვეტის ნებართვით სარგებლობა.
  3. მგზავრობის დროს თუ სირთულეს წარმოადგენს მარხვა მოუწონარია, და თუ მარხვა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაშინ აკრძალულია.
  4. იმამი ან-ნავავიმ თქვა: «მგზავრობაში მარხვა არ არის ღვთისმოშიშობა: ნიშნავს: თუ გიძნელდებათ მარხვა და შიშობთ, რომ რაიმე ზარალს ნახავთ, ამ ჰადისის კონტექსტი ამაზე მიუთითებს».
  5. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ გამოჩენილი ყურადღება მისი საჰაბების მიმართ და მათი მდგომარეობის მოკითხვა.

თარგმნების ჩვენება

33 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية