عن أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«تَسَحَّرُوا، فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً».

ანასი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1923

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა სუჰური (საჰური) – ღამის ბოლოს საკვების მიღება მარხვისთვის მომზადების მიზნით, რადგან მასში არის ბარაქა – მრავალი სიკეთე და სასარგებლო რამ, მათ შორის: ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან, ღამის ბოლო ნაწილში ლოცვის შესაძლებლობა, სხეულის გაძლიერება მარხვაში, ენერგიისა და სიფხიზლის გაძლიერება მარხვისთვის, მარხვის სირთულის შემსუბუქება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სუჰურის (საჰურის) მიღება სასურველია, რადგან ეს წარმოადგენს შარიათის ბრძანების შესრულებას.
  2. იბნ ჰაჯარმა, წიგნში ფათჰუ ალ-ბაარი თქვა: «სუჰურისგან ბარაქის მიღება მრავალი ფორმით ხდება: სუნნაზე მიყოლა, წიგნბოძებული ხალხის საპირისპიროდ მოქცევა, ღვთისმსახურებისთვის ფიზიკურად სიძლიერე, მეტი ენერგიის მიღება, შიმშილის გრძნობით გამოწვეული ცუდი ზნეობისგან თავის დაცვა, იმ დროს მთხოვნელზე მოწყალების გაცემას ან მასზე საკვებით გამასპინძლება, ზიქრის და ვედრების შესრულება იმ დროს, როდესაც იმედია, რომ ყველაზე მეტად იქნება შესმენილი ვედრება, მარხვისთვის განზრახვის გაკეთება მისთვის, ვისაც დაავიწყდა ძილის წინ განზრახვის გაკეთება».
  3. მოციქულ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების მაღალი დონე გამოიხატება იმაში, რომ ის ყოველთვის აკავშირებდა შარიათის განკარგულებას მის სიბრძნესთან, რათა გულები გახსნილიყო მიღებისთვის და ადამიანებს გაეგოთ ისლამური შარიათის აღმატებულება და სიდიადე.
  4. იბნ ჰაჯარმა თქვა: «სუჰურის მიღება მცირედი საკვებითაც შეიძლება, რასაც მიირთმევს ადამიანი საკვებიდან და სასმელიდან».

თარგმნების ჩვენება

47 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية