1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა

عَن عَبْدِ اللَّهِ بنِ مَسْعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: كُنَّا مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ:
«مَنِ اسْتَطَاعَ البَاءَةَ فَلْيَتَزَوَّجْ، فَإِنَّهُ أَغَضُّ لِلْبَصَرِ، وَأَحْصَنُ لِلْفَرْجِ، وَمَنْ لَمْ يَسْتَطِعْ فَعَلَيْهِ بِالصَّوْمِ، فَإِنَّهُ لَهُ وِجَاءٌ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჩვენ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან თქვა:
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1905

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებდა მათ, ვისაც აქვს სქესობრივი ურთიერთობის უნარი და შეუძლია ოჯახის რჩენა, რომ დაქორწინდნენ. ეს ეხმარება თვალების და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან და ხელს უშლის ბილწი ქმედებების ჩადენას. ხოლო ვისაც არ შეუძლია ქორწინების ხარჯების დაფარვა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს უნარი სქესობრივი ურთიერთობისა, მას ვალდებულება აქვს იმარხულოს. მარხვა აქრობს სქესობრივ ჟინს და ამცირებს ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სექსუალურმა მოთხოვნილებამ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამი დიდ ყურადღებას აქცევს სიწმინდის დაცვასა და ცოდვისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  2. ისლამმა მოუწოდა მას, ვისაც არ შეუძლია ქორწინების ხარჯების დაფარვა, იმარხულოს, რადგან მარხვა ასუსტებს სქესობრივ სურვილს.
  3. მარხვის შედარება "ვიჯა"-სთან პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ "ვიჯა" გულისხმობს სათესლე ჯირკვლების ვენების ჩახშობას, რაც იწვევს სქესობრივი სურვილის გაქრობას. ანალოგიურად, მარხვა ასუსტებს სქესობრივ სურვილს, რაც ხელს უწყობს ადამიანის თავშეკავებას.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية