1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია

عَنْ أَبِي عَبْدِ اللَّهِ النُّعْمَانِ بْنِ بَشِيرٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ، قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّم يَقُولُ:
«إنَّ الحَلَالَ بَيِّنٌ، وَإِنَّ الحَرَامَ بَيِّنٌ، وَبَيْنَهُمَا مُشْتَبِهَاتٌ لَا يَعْلَمُهُنَّ كَثِيرٌ مِنَ النَّاسِ، فَمَنْ اتَّقَى الشُّبُهَاتِ اسْتَبْرَأَ لِدِينِهِ وَعِرْضِهِ، وَمَنْ وَقَعَ فِي الشُّبُهَاتِ وَقَعَ فِي الحَرَامِ، كَالرَّاعِي يَرْعَى حَوْلَ الحِمَى يُوشِكُ أَنْ يَرْتَعَ فِيهِ، أَلَا وَإِنَّ لِكُلِّ مَلِكٍ حِمًى، أَلَّا وَإِنَّ حِمَى اللَّهِ مَحَارِمُهُ، أَلَّا وَإِنَّ فِي الجَسَدِ مُضْغَةً إذَا صَلَحَتْ صَلَحَ الجَسَدُ كُلُّهُ، وَإذَا فَسَدَتْ فَسَدَ الجَسَدُ كُلُّهُ، أَلَا وَهِيَ القَلْبُ».

გადმოცემულია აბუ აბდულლაჰ ან-ნუ'მაან იბნ ბაშიირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია, ხოლო მათ შორის არის საეჭვო საკითხები, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ვინც ერიდება საეჭვოს, იცავს თავის რელიგიასა და ღირსებას, ხოლო ვინც ეწევა საეჭვოს, აუცილებლად ჩავარდება აკრძალულში, რადგან ის ჰგავს მწყემსს, რომელიც თავის ფარას დაცული ადგილის გარშემო აძოვებს, რომელიც შეიძლება იქ შევიდეს. ყოველი მბრძანებლისთვის არსებობს ასეთი წმინდა ადგილი, და ალლაჰის წმინდა ადგილია ის, რაც მან აუკრძალა ადამიანებს. ჭეშმარიტად, ადამიანის სხეულში არის ერთი ნაწილი, თუ ის კარგია, მთელი სხეული კარგია, ხოლო თუ გაფუჭებულია, მთელი სხეული გაფუჭებულია; და ეს ნაწილი გულია».

სანდო (საჰიჰ) رواه البخاري ومسلم الأربعون النووية - 6

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს ზოგად წესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შარიათში ისინი სამ ნაწილად იყოფა: ცხადი ჰალალი (ნებადართული), ცხადი ჰარამი (აკრძალული) და საეჭვო საკითხები, რომელთა განკარგულება არ არის ნათელი, ჰალალია თუ ჰარამი. ამ საკითხების განაჩენი ადამიანებიდან ბევრმა არ იცის.
ვინც მიატოვებს საეჭვო საქმეებს, მისი რელიგია უსაფრთხოდ რჩება, რადგან იგი შორს დგას აკრძალულში ჩავარდნისგან. ასევე, მისი ღირსება დაცულია ადამიანების საუბრისგან, რომლებიც შეიძლება განსჯიდნენ მას იმ საეჭვო საქმეების ჩადენის გამო. ხოლო ვინც არ ერიდება საეჭვო საქმეებს, ის საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებს: ან ჩავარდება აკრძალულში, ან მისი ღირსება შეილახება, რადგან ადამიანები დაიწყებენ მის განსჯას. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიყვანა მაგალითი იმის ასახსნელად, თუ როგორი მდგომარეობაა იმ ადამიანისთვის, ვინც საეჭვო საქმეებს სჩადის: ის ჰგავს მწყემსს, რომელიც თავის პირუტყვს აძოვებს დაცულ მიწასთან ახლოს, რომელიც მისი პატრონის მიერ არის დაცული. პირუტყვს დიდი შანსი აქვს, რომ ამ დაცულ მიწაზე შევიდეს, რადგან ახლოსაა მასთან. ასევე, ვინც საეჭვო საქმეებს სჩადის, ის აკრძალულთან ახლოს მიდის და მალე შესაძლოა, რომ ჩავარდეს მასში. მის შემდეგ ამცნობა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სხეულში არის ხორცის ნაჭერი (ის გულია), რომელიც გახდის სხეულს კარგს და თუ ის გაფუჭდება, სხეულიც გაფუჭდება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ადისი წარმოადგენს წესს (საფუძველს) საეჭვოსგან თავის არიდებაში.
  2. მოწოდება საეჭვო საქმეების მიტოვებისკენ, რომლის განაჩენიც არ არის ნათელი და განმარტებული.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو