ჰადისების სია 7

მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე
ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა
ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე
ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება, აიღებს აბდესს და ილოცებს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას
შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით
ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი
შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ