1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ:
سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ: «قَالَ اللَّهُ تَبَارَكَ وَتَعَالَى: يَا ابْنَ آدَمَ إِنَّكَ مَا دَعَوْتَنِي وَرَجَوْتَنِي غَفَرْتُ لَكَ عَلَى مَا كَانَ فِيكَ وَلاَ أُبَالِي، يَا ابْنَ آدَمَ لَوْ بَلَغَتْ ذُنُوبُكَ عَنَانَ السَّمَاءِ ثُمَّ اسْتَغْفَرْتَنِي غَفَرْتُ لَكَ، وَلاَ أُبَالِي، يَا ابْنَ آدَمَ إِنَّكَ لَوْ أَتَيْتَنِي بِقُرَابِ الأَرْضِ خَطَايَا ثُمَّ لَقِيتَنِي لاَ تُشْرِكُ بِي شَيْئًا لأَتَيْتُكَ بِقُرَابِهَا مَغْفِرَةً».

ანასისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია რომ მან თქვა:
"მე მოვისმინე, როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე! ო, ადამის შვილო, თუ შენი ცოდვები ცის ღრუბლებამდე მიაღწევს, ხოლო შემდეგ შენ ითხოვ ჩემგან მიტევებას, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმ ცოდვებისა! ო, ადამის შვილო, თუ შენ ჩემთან მოხვიდე ისეთი ცოდვებით, რომლებიც დედამიწის ზომას აღწევს, მაგრამ ჩემს წინაშე წარსდგები ისე, რომ არავის შეუდარებ ჩემთან თაყვანისცემაში, მე აუცილებლად მოგანიჭებ შენ მიტევებას, რომელიც მოიცავს ყველა ამ ცოდვას!»

კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ სუნან ალ-თირმიზი - 3540

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი და დალოცვილი ალლაჰი ამბობს წმინდა ჰადისში (ყუდსში): ო, ადამის შვილო, სანამ შენ ჩემს მიმართ ვედრებას გამოხატავ და ჩემი წყალობის იმედი არ დაგეკარგება, მე დავფარავ შენს ცოდვებს და წავშლი მათ, არ მივაქცევ ყურადღებას, თუნდაც ეს ცოდვები ძალიან მძიმე იყოს. ო ადამის შვილო! თუკი შენი ცოდვები იმდენად ბევრი იქნება, რომ შეავსებს ცასა და მიწას შორის სივრცეს, მიაღწევს მათ საზღვრებს და მოიცავს ყველა მხარეს, მაგრამ შემდეგ მოინანიებ, მე ყველა მათგანს წავშლი და გაპატიებ ისე, რომ მათ სიმრავლეს არ მივაქცევ ყურადღებას.
ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, თუ შენ ჩემთან შენი გარდაცვალების შემდეგ მოხვიდე ისეთი ცოდვებით, რომლებიც დედამიწის სიდიდისაა, მაგრამ მოკვდები ერთღმერთიანობაზე, არ დამიდგენ არავის თანაზიარად, მე ამ ცოდვებზე მოგცემ ისეთივე სიდიდის მიტევებას, როგორც დედამიწაა, რადგან ჩემი წყალობა უსაზღვროა და მე ვპატიობ ყველა ცოდვას, გარდა შირქისა (მრავალღმერთიანობა).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესი ალლაჰის წყალობის, მიტევებისა და მისი სიკეთის უსაზღვროობა.
  2. ერთღმერთიანობის სიკეთე და ის, რომ ალლაჰი მიუტევებს მორწმუნეებს მათ ცოდვებს.
  3. ალლაჰზე თანაზიარის საშიშროება და ის, რომ ალლაჰი არ მიუტევებს მრავალღმერთიანებს.
  4. იბნ რაჯაბმა თქვა: ამ ჰადისში მოცემულია ის სამი მიზეზი, რომლებიც ცოდვების მიტევებას უზრუნველყოფს: 1. ალლაჰზე მოხმობა მისი წყალობის იმედით 2. მონანიება და თხოვნა მიტევებისთვის 3. ერთთმერთიანობის მდგომარეობაში სიკვდილი.
  5. ამ ჰადისს, რასაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს ღმერთისგან ეწოდება წმინდა ან ღვთაებრივი ჰადისი (ალ-ჰადიის ალ-ყუდსი). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიტყვებიც და მნიშვნელობაც ალლაჰისგანაა, თუმცა მასში არ არის ყურანისეული თვისებები, რომლითაც მხოლოდ ყურანია გამორჩეული სხვებისგან, როგორიცაა თაყვანისცემა მისი კითხვით, მისი წაკითხვისთვის სისუფთავის აუცილებლობა, მისი განუმეორებულობა, სასწაულები და სხვა.
  6. ცოდვები სამ სახეობად იყოფა: 1. ალლაჰზე თანაზიარის დადგენა (შირქი): ეს ალლაჰის მიერ არ მიეტევება. დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ამბობს: {ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, ალლაჰმა აუკრძალა მისთვის სამოთხე}. 2. ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი ჩადენილი უსამართლობა ალლაჰის წინაშე, ცოდვებისა და ურჩობის სახით: დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი, აპატიებს და დაუფარავს, თუ მოისურვებს. 3. ცოდვები, რომლებსაც ალლაჰი არავის დაუფარავს: ესაა ადამიანებს შორის ჩადენილი უსამართლობა და ზიანი. ამისთვის აუცილებლად მოითხოვება სამართლიანობის აღდგენა.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو