1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!

عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللهِ رضي الله عنهما أَنَّهُ سَمِعَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِذَا دَخَلَ الرَّجُلُ بَيْتَهُ، فَذَكَرَ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ وَعِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: لَا مَبِيتَ لَكُمْ، وَلَا عَشَاءَ، وَإِذَا دَخَلَ، فَلَمْ يَذْكُرِ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ، وَإِذَا لَمْ يَذْكُرِ اللهَ عِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ وَالْعَشَاءَ».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ მან გაიგონა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!" მაგრამ თუ ადამიანი შედის სახლში და შესვლისას არ მოიხსენიებს ალლაჰს, შაიტანი ამბობს: "თქვენ მიიღეთ თავშესაფარი". ხოლო თუ ის არც საჭმლის დროს მოიხსენიებს ალლაჰს უზენაესს, შაიტანი ამბობენ: "თქვენ მიიღეთ როგორც თავშესაფარი, ასევე ვახშამი"».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2018

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა ალლაჰის სახელის ხსენება სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ვინც ახსენებს ალლაჰს სიტყვებით: (ბისმილლაჰ) "ალლაჰის სახელით" სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს: არ გაქვთ ამ სახლიდან და ამ ვახშამიდან არანაირი წილი, რადგან სახლის პატრონმა დაიცვა ის თქვენგან უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით. მაგრამ კაცი თუ შევა სახლში და არ ახსენებს ალლაჰის სახელს არც შესვლისას და არც ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს, რომ თქვენ იპოვეთ ღამის გასათევიც და ვახშამიც ამ სახლში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია ალლაჰის მოხსენიება სახლში შესვლისას და საჭმლის მიღების დროს, რადგან შაიტანი ღამეს ატარებს იმ სახლებში და ჭამს მათი მაცხოვრებლების საკვებს, თუ ისინი არ ახსენებენ უზენაესი ალლაჰის სახელს.
  2. ეშმაკი უთვალთვალებს ყველა ადამიანს თავის საქმეებში, ქმედებებში და ყველა მდგომარეობაში. და როცა მას დაავიწყდება ალლაჰის ხსენება ეშმაკი მისგან აიღებს იმას, რაც მას სურს.
  3. ზიქრი (ალლაჰის ხსენება) ეშმაკს განდევნის.
  4. ყველა ეშმაკს ჰყავს თავისი მიმდევრები და მეგობრები, უხარიათ მისი სიტყვების მოსმენა და მიჰყვებიან მის ბრძანებებს.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية