1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება

عن عبد الله بن عمرو بن العاص رضي الله عنهما عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«الْكَبَائِرُ: الْإِشْرَاكُ بِاللهِ، وَعُقُوقُ الْوَالِدَيْنِ، وَقَتْلُ النَّفْسِ، وَالْيَمِينُ الْغَمُوسُ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6675

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს დიდ ცოდვებს, რომლებიც არის ისეთი ქმედებები, რომელთათვისაც ჩამდენს აღეთქვა მკაცრი სასჯელი ამქვეყნად და საიქიოში.
პირველი მათგანია "ალლაჰზე თანაზიარის დადგენა": ეს გულისხმობს რომელიმე თაყვანისცემის ფორმის მიძღვნას ალლაჰის გარდა ვინმეს ან რაიმესთვის, ასევე ვინმეს ან რაიმეს ალლაჰის მსგავსად მიჩნევას ისეთ საკითხებში, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მაგალითად, მისი ღვთაებრიობის, ბატონობის, მისი სახელებისა და ატრიბუტების მხრივ.
მეორე: მშობლებისადმი ურჩობა - გულისხმობს ყველაფერს, რაც ზიანს აყენებს მშობლებს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, და ასევე მათ მიმართ სიკეთის უგულებელყოფა.
მესამე: ადამიანის მოკვლა უფლებამოსილების გარეშე, როგორიცაა მკვლელობა უსამართლოდ და მტრულად.
მეოთხე: "ცრუ დაფიცება" - ეს გულისხმობს შეგნებულად ტყუილზე დაფიცებას, როდესაც ფიცის მიმცემმა იცის, რომ ცრუობს. მას ასე უწოდეს, რადგან ის „ჩააფლობს“ ადამიანს ცოდვაში ან ჯოჯოხეთის ცეცხლში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ცრუ ფიცს არ აქვს გამოსყიდვა, მისი საშიშროებისა და ცოდვის გამო. მისი გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ მონანიებით.
  2. ამ ჰადისში მოხსენიებულია ოთხი დიდი ცოდვა მათი უდიდესი ცოდვიანობის გამო და არა იმისთვის, რომ ყველა დიდი ცოდვა მხოლოდ მისით შემოიფარგლება.
  3. ცოდვები იყოფა დიდ და პატარა ცოდვებად. დიდი ცოდვები არის ყველა ის ქმედება, რომელიც იწვევს ამქვეყნიურ სასჯელს, მაგალითად, შარიათის სასჯელები ან წყევლა, ან საიქიო სასჯელის დაპირებას, როგორიცაა ჯოჯოხეთში შესვლის მუქარა. დიდი ცოდვები სხვადასხვაგვარია, ზოგი მათგანი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვები. რაც შეეხება მცირე ცოდვებს, ესენია დანარჩენი ცოდვები, რომლებიც არ მიეკუთვნება დიდ ცოდვებს.

თარგმნების ჩვენება

63 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية