1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში

عن أبي بَكرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«إِذَا الْتَقَى الْمُسْلِمَانِ بِسَيْفَيْهِمَا فَالْقَاتِلُ وَالْمَقْتُولُ فِي النَّارِ»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ هَذَا الْقَاتِلُ، فَمَا بَالُ الْمَقْتُولِ؟ قَالَ: «إِنَّهُ كَانَ حَرِيصًا عَلَى قَتْلِ صَاحِبِهِ».

გადმოცემულია აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში». მე ვკითხე: ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული? მან უპასუხა: «იმიტომ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 31

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით) და თითოეული მათგანი ცდილობს მეორის განადგურებას, მკვლელი აღმოჩნდება ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ მან უშუალოდ მოკლა თავისი მეგობარი. მოციქულის საჰაბები გაურკვევლობაში ჩააგდო მოკლულის მდგომარეობამ: თუ რატომ აღმოჩნდება ის ჯოჯოხეთში? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუმარტა, რომ ისიც მოხვდება ჯოჯოხეთში, რადგან მისი მიზანიც იყო მეორის მოკვლა, და მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო ეს, რომ მკვლელმა მას დაასწრო და გააკეთა ეს მასზე წინ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასჯელს იმსახურებს ის, ვინც განიზრახა ცოდვის ჩადენა და გააკეთა ამისთვის მიზეზები.
  2. ძლიერი გაფრთხილება იმისგან, რომ მუსლიმებმა იბრძოლონ ერთმანეთის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯოჯოხეთში მოხვედრა.
  3. ამ მუქარას არ ექვემდებარება ბრძოლა მუსლიმებს შორის, რომელიც ტარდება სამართლიანად. მაგალითად, ბრძოლა მეამბოხეების და ბოროტების გამავრცელებლების წინააღმდეგ.
  4. ვინც ჩაიდენს დიდ ცოდვას არ ხდება მაშინვე ურწმუნო, რადგანაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უწოდა მათ ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმები.
  5. თუ ორი მუსლიმი ერთმანეთს შეხვდება ბრძოლაში ნებისმიერი საშუალებით, და ერთი მათგანი მეორეს მოკლავს, მაშინ როგორც მკვლელი, ასევე მოკლული ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მახვილი ჰადისში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც მაგალითი.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية