1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضيَ اللهُ عنهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا تَوَضَّأَ الْعَبْدُ الْمُسْلِمُ -أَوِ الْمُؤْمِنُ- فَغَسَلَ وَجْهَهُ خَرَجَ مِنْ وَجْهِهِ كُلُّ خَطِيئَةٍ نَظَرَ إِلَيْهَا بِعَيْنَيْهِ مَعَ الْمَاءِ -أَوْ مَعَ آخِرِ قَطْرِ الْمَاءِ-، فَإِذَا غَسَلَ يَدَيْهِ خَرَجَ مِنْ يَدَيْهِ كُلُّ خَطِيئَةٍ كَانَ بَطَشَتْهَا يَدَاهُ مَعَ الْمَاءِ -أَوْ مَعَ آخِرِ قَطْرِ الْمَاءِ-، فَإِذَا غَسَلَ رِجْلَيْهِ خَرَجَتْ كُلُّ خَطِيئَةٍ مَشَتْهَا رِجْلَاهُ مَعَ الْمَاءِ -أَوْ مَعَ آخِرِ قَطْرِ الْمَاءِ- حَتَّى يَخْرُجَ نَقِيًّا مِنَ الذُّنُوبِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 244

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ როდესაც მუსლიმი ან მორწმუნე მცირე განბანვას იღებს და სახეს იბანს, მისი თვალებით დანახული ყველა მცირე ცოდვა წყლის წვეთებთან ერთად ჩამოირეცხება, იქნება ეს დაბანის მომენტში თუ წყლის ბოლო წვეთებთან ერთად, როდესაც ხელებს იბანს, მისი ხელებით ჩადენილი ყველა მცირე ცოდვა ჩამოირეცხება წყალთან ერთად ან წყლის ბოლო წვეთებთან ერთად,როდესაც ფეხებს იბანს, მისი ფეხებით ნასიარულები ყველა მცირე ცოდვა ჩამოირეცხება წყალთან ერთად ან წყლის ბოლო წვეთებთან ერთად, სანამ მცირე განბანვის დასრულების შემდეგ მთლიანად არ განიწმინდება მცირე ცოდვებისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მცირე განბანვის დაცვის ღირსება, რადგან ის შლის ცოდვებს.
  2. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის წესდებაში ადამიანებს წაახალისებდა მორჩილებისა და თაყვანისცემის საქმეებისკენ, ახსენებდა მათზე განსაზღვრულ ჯილდოსა და სასყიდელს.
  3. ადამიანის ყოველი ორგანო გარკვეულ ცოდვაში ვარდება, ამიტომ ცოდვები უკავშირდება თითოეულ გრძნობად ორგანოს, რომელიც მას ჩაიდენს. თუმცა, ისინი ასევე გამოიდევნება იმ ორგანოდან, რომლისგანაც ადამიანი მოინანიებს.
  4. მცირე განბანვა მოიცავს როგორც ფიზიკურ გასუფთავებას, როდესაც ადამიანი მცირე განბანვას ასრულებს, თავის ორგანოებს იბანს, ასევე ბუნებრივ გასუფთავებას, რაც გულისხმობს იმ ცოდვების მიტევებას, რომლებიც ამ ორგანოებით იქნა ჩადენილი.

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية