1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيِّ رضي الله عنه أَنَّهُ سَمِعَ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِذَا رَأَى أَحَدُكُمُ الرُّؤْيَا يُحِبُّهَا فَإِنَّهَا مِنَ اللَّهِ، فَلْيَحْمَدِ اللَّهَ عَلَيْهَا وَلْيُحَدِّثْ بِهَا، وَإِذَا رَأَى غَيْرَ ذَلِكَ مِمَّا يَكْرَهُ، فَإِنَّمَا هِيَ مِنَ الشَّيْطَانِ، فَلْيَسْتَعِذْ مِنْ شَرِّهَا، وَلاَ يَذْكُرْهَا لِأَحَدٍ، فَإِنَّهَا لَنْ تَضُرَّهُ».

გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 7045

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ კეთილი და სასიხარულო სიზმარი ალლაჰისგან არის, და გვირჩია, რომ მას მადლობა გადავუხადოთ ამისთვის და სხვებსაც მოვუყვეთ. ხოლო თუ ადამიანი ნახავს იმას, რაც არ მოსწონს და აწუხებს, ეს შაიტნისგან არის. ასეთ შემთხვევაში მან ალლაჰს შეაფაროს თავი მისი ბოროტებისგან და არ უნდა მოუყვეს ეს სიზმარი არავის. რადგან, ალლაჰის ბრძანებით, ზემოხსენებული ქმედებები იქნება მიზეზი სიზმრისგან გამოწვეული უსიამოვნებებისგან დაცვისა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სიზმრების სახეები: 1. კეთილი სიზმარი – ეს არის ჭეშმარიტი სიზმარი და ალლაჰისგან მოცემული სასიხარულო ამბავი, რომელსაც ადამიანი თავად ხედავს ან მისთვის არის ნაჩვენები. 2. სულის საუბარი – ეს არის ის, რასაც ადამიანი ფიქრობს თავის თავზე სიფხიზლის დროს და რაც აისახება სიზმარში. 3. შაიტნის მიბიძგება და დაშინება – ეს არის შაიტნის მცდელობა, რათა ადამის შვილი დააშინოს და დაამწუხროს საშინელი ხილვებით.
  2. როცა ადამიანი ხედავს კეთილ სიზმარს, მისგან მოითხოვება სამი რამ: 1. განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრისთვის; 2. გაიხაროს მასზე; 3. მოუყვეს მის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც უყვარს, მაგრამ არ მოუყვეს მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს.
  3. არასასურველი სიზმრების ეთიკისგან გამომდინარეობს ხუთი რამ: 1. თავშესაფრის ძიება ალლაჰთან მისი ბოროტებისგან. 2. შაიტნის ბოროტებისგან თავშესაფრის ძიება. 3. გაღვიძებისას მარცხნივ სამჯერ გადაფურთხება. 4. ამ სიზმრის არავისთან არ გახსენება. 5. თუ ადამიანი აპირებს ძილში დაბრუნებას, უნდა შეიცვალოს გვერდი, რომელზეც იწვა. ამის შედეგად, ეს სიზმარი მას ზიანს არ მოუტანს.
  4. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამაში სიბრძნეა ის, რომ თუ ადამიანი კეთილ სიზმარს მოუყვება მას, ვინც არ უყვარს, მან შეიძლება განმარტოს სიზმარი არასასურველი ფორმით, იქნება ეს მტრობის ან შურის გამო. ამის შედეგად, სიზმარი შეიძლება სწორედ ისე ახდეს, როგორც ეს არასასურველად იქნა განმარტებული, ან ეს გამოიწვევს ადამიანის მწუხარებასა და წყენას. ამიტომ, არ არის რეკომენდებული სიზმრის მოყოლა იმ ადამიანისთვის, ვინც არ უყვარს».
  5. ალლაჰის განდიდება მისი უწყვეტი და განახლებადი წყალობებისთვის, რადგან ეს ეხმარება მათ დაცვას და გაგრძელებას.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية