1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში

عَنْ أُبَيِّ بْنِ كَعْبٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
كَانَ رَجُلٌ لَا أَعْلَمُ رَجُلًا أَبْعَدَ مِنَ الْمَسْجِدِ مِنْهُ، وَكَانَ لَا تُخْطِئُهُ صَلَاةٌ، قَالَ: فَقِيلَ لَهُ: أَوْ قُلْتُ لَهُ: لَوْ اشْتَرَيْتَ حِمَارًا تَرْكَبُهُ فِي الظَّلْمَاءِ، وَفِي الرَّمْضَاءِ، قَالَ: مَا يَسُرُّنِي أَنَّ مَنْزِلِي إِلَى جَنْبِ الْمَسْجِدِ، إِنِّي أُرِيدُ أَنْ يُكْتَبَ لِي مَمْشَايَ إِلَى الْمَسْجِدِ، وَرُجُوعِي إِذَا رَجَعْتُ إِلَى أَهْلِي، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «قَدْ جَمَعَ اللهُ لَكَ ذَلِكَ كُلَّهُ».

გადმოცემულია უბაი იბნ ქა'აბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში, ერთ დღეს ვიღაცამ უთხრა მას ან მე თვითონ ვუთხრი მას: "რატომ არ იყიდი ვირს, რომ მასზე ამხედრებული იარო, განსაკუთრებით სიბნელესა და ძლიერ სიცხეში?" მან უპასუხა: "არ მსურს, რომ ჩემი სახლი მეჩეთის გვერდით იყოს, მე მინდა, რომ ალლაჰმა ჩაწეროს ჩემთვის ყოველ ნაბიჯზე, რასაც მეჩეთისკენ და უკან ჩემი ოჯახისკენ გადავდგამ", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის შეკრიბა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 663

განმარტება

უბაი იბნ ქა’ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვიამბო, რომ ანსარებიდან ერთი კაცი იყო მეჩეთიდან ყველაზე შორეული სახლის მქონე ადამიანებს შორის, მაგრამ არ აცდენდა ლოცვას; არამედ, ყოველ ლოცვაზე ესწრებოდა ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, მას უთხრეს: რატომ არ ყიდულობ ვირს, რომ მასზე ამხედრებული იარო ღამის სიბნელეში და დღის სიცხეში? მან უპასუხა: არ მსურს, რომ ჩემი სახლი მეჩეთის გვერდით იყოს. მე მინდა, ალლაჰმა ჩამიწეროს ჩემი ნაბიჯები მეჩეთში ლოცვისკენ სიარულისას და უკან დაბრუნებისას, როცა ოჯახთან ვბრუნდები, როცა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მმვიდობა მას) ეს გაიგონა თქვა: «ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის შეკრიბა».

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საჰაბების უდიდესი სურვილი სიკეთის კეთებისა და მისი ზრდისკენ, ასევე ღმერთის საზღაურის მოპოვებისკენ.
  2. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში დადასტურებულია, რომ ლოცვიდან დაბრუნების ნაბიჯებზეც იგივე ჯილდო ენიჭება, როგორც მეჩეთში წასვლის ნაბიჯებზე».
  3. მუსლიმების მიერ ერთმანეთის სიკეთისკენ მოწოდება და კეთილ საქმეებში რჩევის მიცემა მნიშვნელოვანია. თუ ვინმე დაინახავს, რომ მის ძმას სირთულე ხვდება, უნდა მისცეს რჩევა, რათა ეს სირთულე შეუმსუბუქოს.
  4. სახლსა და მეჩეთს შორის მანძილი არ არის საბაბი ჯამაათით ლოცვის დატოვებისთვის, სანამ აზანის ხმა ესმის.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية