1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ჰადისი ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ

عن سَعِيدِ بْنِ الْمُسَيَّبِ، عَنْ أَبِيهِ قَالَ:
لَمَّا حَضَرَتْ أَبَا طَالِبٍ الْوَفَاةُ، جَاءَهُ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم فَوَجَدَ عِنْدَهُ أَبَا جَهْلٍ وَعَبْدَ اللهِ بْنَ أَبِي أُمَيَّةَ بْنِ الْمُغِيرَةِ، فَقَالَ: «أَيْ عَمِّ، قُلْ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، كَلِمَةً أُحَاجُّ لَكَ بِهَا عِنْدَ اللهِ»، فَقَالَ أَبُو جَهْلٍ وَعَبْدُ اللهِ بْنُ أَبِي أُمَيَّةَ: أَتَرْغَبُ عَنْ مِلَّةِ عَبْدِ الْمُطَّلِبِ، فَلَمْ يَزَلْ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم يَعْرِضُهَا عَلَيْهِ، وَيُعِيدَانِهِ بِتِلْكَ الْمَقَالَةِ، حَتَّى قَالَ أَبُو طَالِبٍ آخِرَ مَا كَلَّمَهُمْ: عَلَى مِلَّةِ عَبْدِ الْمُطَّلِبِ، وَأَبَى أَنْ يَقُولَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم: «وَاللهِ لَأَسْتَغْفِرَنَّ لَكَ مَا لَمْ أُنْهَ عَنْكَ»، فَأَنْزَلَ اللهُ: {مَا كَانَ لِلنَّبِيِّ وَالَّذِينَ آمَنُوا أَنْ يَسْتَغْفِرُوا لِلْمُشْرِكِينَ} [التوبة: 113]، وَأَنْزَلَ اللهُ فِي أَبِي طَالِبٍ، فَقَالَ لِرَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم: {إِنَّكَ لا تَهْدِي مَنْ أَحْبَبْتَ وَلَكِنَّ اللهَ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ} [القصص: 56].

საიდ იბნ ალ-მუსაიიბისგან გადმოცემულია, რომ მისმა მამამ თქვა:
როდესაც აბუ ტაალიბს სიკვდილი მოახლოვდა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შევიდა. იმ დროს აბუ ტალიბთან იმყოფებოდნენ აბუ ჯაჰლი და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია იბნ ალ-მუღირა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ». მაგრამ აბუ ჯაჰლმა და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ნუთუ შენ უარს იტყვი იმ რელიგიაზე, რომელსაც აბდულმუტალიბი მისდევდა?" მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმეორებდა თავის სიტყვებს, ხოლო ისინი თავისას იმეორებდნენ, სანამ აბუ ტალიბმა სიკვდილის წინ არ თქვა: "[მე ვრჩები] აბდულმუტალიბის რელიგიაზე". მან უარი თქვა ეთქვა: „ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ“ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ვფიცავ ალლაჰს! მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ალლაჰი არ ამიკრძალავს». ამის შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი: {მოციქულს და მორწმუნეებს არ შეშვენით მიტევების თხოვნა მრავალღმერთიანებისთვის, თუნდაც ისინი მათი ნათესავები იყვნენ…} (ათ-თაუბა: 113). ასევე ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი, რომელიც აბუ ტალიბს შეეხებოდა: {ნამდვილად, შენ ვერ დააყენებ სწორ გზაზე მათ, ვისაც შეიყვარებ. მხოლოდ ალლაჰი დააყენებს სწორ გზაზე მათ, ვისაც ის ისურვებს. მან უკეთ იცის ისინი, ვინც მიჰყვება სწორ გზას} (ალ-ყასას: 56).

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4772

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა თავის ბიძასთან, როცა ის სიკვდილის პირას იყო და უთხრა მას: ო, ბიძაჩემო თქვი ''ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ'', რომლითაც გიშუამდგომლებ ალლაჰთან, ამ დროს აბუ ჯაჰლმა და აბდულაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ჰეი, აბუ ტალიბ, შენ მიატოვებ შენი მამის, აბდულ-მუტალიბის, რწმენას?!" ეს იყო კერპების თაყვანისცემა. ისინი განაგრძობდნენ მასთან ლაპარაკს, სანამ მან ბოლო სიტყვებად არ თქვა: "მე ვარ აბდულ-მუტალიბის რწმენაზე", რაც შირქის (მრავალღმერთიანობის) და კერპების თაყვანისცემას გულისხმობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ჩემი ღმერთი არ ამიკრძალავს ამას. ამის შემდეგ გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {არ შეშვენის შუამავალს და იმათაც, ვინც ირწმუნა, პატიება ითხოვონ წარმართებისთვის (მუშრიქ), თუნდაც ახლობელნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც განეცხადათ მათ, რომ სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადრები} [ათ-თავბა: 113] და აბუ ტალიბთან დაკავშირებით გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {ნამდვილად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე მას, ვინც გიყვარს, მაგრამ ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, ვისაც სურს, და მან უკეთ იცის, ვინ არის სწორ გზაზე} [ალ-ყასას: 56] ნამდვილად, შენ ვერ წარუძღვები სწორ გზაზე იმას, ვისი სწორ გზაზე მოყვანაც გსრუს. შენი მოვალეობაა მხოლოდ შეგონება, ხოლო ალლაჰი დააკვალიანებს სწორ გზაზე, ვისაც ისურვებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მრავალღმერთიანებისთვის მიტევების თხოვნა აკრძალულია, მიუხედავად მათი ნათესაობისა, ქმედებებისა და სიკეთეებისა.
  2. მცდარ საქმეებში წინაპრების მაგალითზე მიყოლა ჯაჰილიის (უვიცობის) დროის ქმედებებს მიეკუთვნება.
  3. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი გულმოწყალება და მისი მზრუნველობა ხალხის მოხმობისა და მათი სწორ გზაზე დაყენების მიმართ.
  4. პასუხი-გამოწვევა მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ აბუ ტალიბმა ისლამი მიიღო.
  5. საქმეები ფასდება მათი დასასრულის მიხედვით.
  6. ყალბია მტკიცება, რომ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ან ვინმე სხვას შეუძლია სარგებლის მოტანა ან ზიანის აცილება.
  7. ვინც თქვა " ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" ცოდნით, დარწმუნებით და მტკიცე რწმენით, ის შედის ისლამში.
  8. ცუდი მეგობრენი ადამიანს ზიანს აყენებენ.
  9. "ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" ნიშნავს უარის თქმას კერპების, წმინდანებისა და მართალთა თაყვანისცემაზე და მხოლოდ ალლაჰისთვის თაყვანისცემას, და ეს ფაქტი ცნობილია მრავალღმერთიანთათვის.
  10. ნებადართულია ავადმყოფი მრავალღმერთიანის მონახულება იმ იმედით, რომ ის ისლამს მიიღებს.
  11. წარმატება და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება მხოლოდ ალლაჰის ხელშია, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვალეობაა მხოლოდ სწორი გზის ჩვენება და შეგონება.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية