1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ

عَنْ جُوَيْرِيَةَ أُمِّ المؤْمنينَ رَضيَ اللهُ عنها:
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ خَرَجَ مِنْ عِنْدِهَا بُكْرَةً حِينَ صَلَّى الصُّبْحَ، وَهِيَ فِي مَسْجِدِهَا، ثُمَّ رَجَعَ بَعْدَ أَنْ أَضْحَى، وَهِيَ جَالِسَةٌ، فَقَالَ: «مَا زِلْتِ عَلَى الْحَالِ الَّتِي فَارَقْتُكِ عَلَيْهَا؟» قَالَتْ: نَعَمْ، قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَقَدْ قُلْتُ بَعْدَكِ أَرْبَعَ كَلِمَاتٍ، ثَلَاثَ مَرَّاتٍ، لَوْ وُزِنَتْ بِمَا قُلْتِ مُنْذُ الْيَوْمِ لَوَزَنَتْهُنَّ: سُبْحَانَ اللهِ وَبِحَمْدِهِ، عَدَدَ خَلْقِهِ وَرِضَا نَفْسِهِ وَزِنَةَ عَرْشِهِ وَمِدَادَ كَلِمَاتِهِ».

გადმოცემულია მორწმუნეთა დედისგან, ჯუვაირიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დილას გამოვიდა მისი სახლიდან განთიადის ლოცვის შემდეგ, ხოლო მისი ცოლი იქვე დარჩა რადგან იგი მეჩეთში იყო, შემდეგ, როცა სრულად გათენდა, ის დაბრუნდა და დაინახა, რომ იგი ისევ იგივე მდგომარეობაში იჯდა, ალლაჰის შუამავალმა უთხრა: «ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე?» მან უპასუხა: "დიახ, მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ: "წმინდა არის ალლაჰი, ქება-დიდება მას იმდენი, რამდენი ქმნილებაც მან შექმნა, და რამდენიც მას შეეფერება და მის ტახტრევანს, დაე, ეს ქება მისდამი იყოს იმდენი, რამდენი სიტყვაც მას აქვს"».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2726

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი მეუღლის, მორწმუნეთა დედის, ჯუვაირიას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლიდან დილით, განთიადის ლოცვის შემდეგ გამოვიდა, ხოლო იგი ისევ თავის სალოცავ ადგილზე იჯდა, შემდეგ, როცა შუადღის წინა (დუჰა) პერიოდი მოვიდა, იგი დაბრუნდა და მისი ცოლი კვლავ იგივე ადგილზე მჯდომი დახვდა. მაშინ ჰკითხა: ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე? მან უპასუხა: დიახ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას უთხრა: მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა ვთქვი და სამჯერ გავიმეორე. თუ მათ სარგებელს შევადარებთ იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში თქვი, ისინი იმაზე უმძიმესი იქნება სასწორზე: (სუბჰაან ალლაჰ) – ეს ნიშნავს ალლაჰის განდიდებას და მისი ყოველგვარი ნაკლისგან გათავისუფლებას, (ვა ბიჰამდიჰი) – ნიშნავს, რომ ალლაჰს ეკუთვნის ყოველი ლამაზი ქება, რადგან მხოლოდ მან გვიჩვენა ჭეშმარიტი გზისაკენ, ('ადადა ხალყიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რამდენი არსებაც ალლაჰმა შექმნა, რომელთა ზუსტი რიცხვი მხოლოდ უზენაეს ალლაჰს უწყის, (ვა რიდაა ნაფსიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რაც შეესაბამება ალლაჰის კმაყოფილებას იმ მონებზე, ვისზეც ის კმაყოფილია, და ეს კმაყოფილება შეუზღუდავია, (ვა ზინათა არშიჰი) – აღნიშნავს ალლაჰის ტახტის წონას, რომელიც ყველა შექმნილთაგან უდიდესი და უმძიმესია, (ვა მიდაადა ქალიმათიჰი) – ეს არის ალლაჰის სიტყვების მელანი, რომელიც შეუზღუდავია და არასოდეს ამოიწურება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ სიტყვების სიკეთე და მათი თქმის წახალისება.
  2. ალლაჰის ხსენება სხვადასხვაგვარია და ზოგი მათგანი უკეთესია სხვებზე.
  3. იმამ ან-ნავავი ამბობს სიტყვა( სუბჰაან ალლაჰი ვა ბიჰამდიჰი მიდაადა ქალიმაათიჰი): «ამით მოწმდება რაოდენობის უსაზღვროობა, პირველად ნახსენებია ქმნილებების რიცხვი, რაც დიდი რაოდენობით დათვლადია, შემდეგ ხსენების დონე ალლაჰის ტახტის წონამდე ადის, და ბოლოს, სხენება იმ დონემდე მაღლდება, რაც ადამიანის აღრიცხვას აღემატება და შეუზღუდავია, როგორც ალლაჰის სიტყვების მელანი რომლის დასასრული არ არსებობს».
  4. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «როდესაც ზიქრის აღმსრულებელი ამბობს: „სუბჰაან ალლაჰი ვა ბი ჰამდიჰი.“ და ა.შ. მის გულში ჩნდება ღმერთის შეცნობა, ალლაჰის ყოველგვარი ნაკლისგან განწმენდა და მისი სიდიადის აღიარება იმ რაოდენობით, რაც ზიქრშია აღნიშნული, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გულში ჩნდება მხოლოდ „სუბჰაან ალლაჰ“-ის თქმისას მხოლოდ».
  5. მითითება მოკლე, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვებისკენ, რომლებიც მცირე რაოდენობის სიტყვებით უზარმაზარი წყალობა და ჯილდო მოაქვთ.

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية