1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ اللَّهَ تَجَاوَزَ عَنْ أُمَّتِي مَا حَدَّثَتْ بِهِ أَنْفُسَهَا، مَا لَمْ تَعْمَلْ أَوْ تَتَكَلَّمْ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5269

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ მუსლიმი არ დაისჯება გულში გაჩენილი ცუდი ფიქრების გამო, თუ მათ არ განახორციელებს ან არ წარმოთქვამს სიტყვებით. ალლაჰმა მოხსნა ეს სირთულე და აპატია, და არ დასჯის მუჰამედის უმმათს იმაზე, რაც უბრალოდ გაიფიქრა ან გულში გაივლო, თუ ეს არ დამკვიდრდა და არ მოიპოვა სიმშვიდე მის გულში. თუმცა, თუ გულში დამკვიდრდა, მაგალითად, ქედმაღლობა, ამპარტავნება ან ფარისევლობა, ან თუ მან იმოქმედა თავისი კიდურებით ან თქვა ეს სიტყვებით, მაშინ იგი დაისჯება ამის გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესმა აპატია და შეიწყალა იმ ფიქრებისა და შეშფოთებების გამო, რომლებიც ადამიანს გულში გაუჩნდება, თავის თავს ფიქრებში ეტყვის ან მის გონებაში გაივლის.
  2. თუ ადამიანი ფიქრობს განქორწინებაზე და ეს მხოლოდ მის გონებაში გაივლის, მაგრამ იგი არ გამოხატავს ამას სიტყვებით ან წერილობით, ეს განქორწინებად არ ჩაითვლება.
  3. რამდენად ცუდი აზრები და ცდუნებებიც არ უნდა გაუჩნდეს ადამიანს, იგი არ დაისჯება მათთვის, სანამ ეს აზრები მის გულში არ განმტკიცდება და არ განხორციელდება სიტყვებით ან მოქმედებებით.
  4. მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უმმათის დიდი ღირსება გამოიხატება იმაში, რომ მას განსაკუთრებულად მიენიჭა პატიება გულში ფიქრის გამო, რაც განსხვავდება წინათ არსებული ხალხისგან.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية