1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება

عن علي رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«رُفِعَ الْقَلَمُ عن ثلاثة: عن النائم حتى يَسْتَيْقِظَ، وعن الصبي حتى يَحْتَلِمَ، وعن المجنون حتى يَعْقِلَ».

გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან აბი დაუდ - 4403

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მვიდობა მას) გვამცნო, რომ შარიათის ვალდებულებები ადამის შთამომავლობაზე ვრცელდება, გარდა ამ სამი კატეგორიისა:
პირველი: ბავშვი, სანამ არ გაიზრდება და არ მიაღწევს სექსუალურ სიმწიფეს.
მეორე: შეშლილი, გონებას მოკლებული ადამიანი, სანამ გონება არ დაუბრუნდება.
მესამე: მძინარე, სანამ არ გაიღვიძებს.
ამგვარად, მათგან ვალდებულება მოხსნილია, და მათი ცოდვილი ქმედებები არ იწერება. თუმცა პატარა ბავშვისთვის სიკეთე იწერება, განსხვავებით შეშლილისა და მძინარისგან, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვისგანაც თაყვანისცემა შეიძლება იყოს მიღებული შეგნების არქონის გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანის პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება ან ძილის გამო, რომელიც ართმევს მას შესაძლებლობას გაიღვიძოს თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ან ახალგაზრდობისა და ბავშვობის გამო, როდესაც მას ჯერ კიდევ არ აქვს სრული უნარი, ან სიგიჟის გამო, რომელიც არღვევს მის გონებრივ ფუნქციებს, ან მსგავსი მდგომარეობების, მაგალითად, სიმთვრალის გამო. ვინც კარგავს განსხვავების უნარს და სწორ აღქმას ამ სამიდან ერთი მიზეზის გამო, მას პასუხისმგებლობა მოეხსნება. ალლაჰმა თავისი სამართლიანობის, მოთმინებისა და მოწყალების გამო, მოხსნა მათგან პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისინი ჩაიდენენ, იქნება ეს შეცდომა თუ გულგრილობა უზენაესი ალლაჰის უფლების მიმართ.
  2. ის, რომ მათ ცოდვები არ ეწერებათ, არ ეწინააღმდეგება ზოგიერთი საერო განკარგულების მათზე გავრცელებას; მაგალითად, თუ შეშლილი მოკლავს ვინმეს, მასზე არ ვრცელდება სასჯელი ან ქაფფარა (გამოსყიდვა), მაგრამ მისი ნათესავები (მამის მხრიდან)ვალდებულები არიან გადაიხადონ სისხლის საფასური (დია).
  3. სექსუალური სიმწიფის სამი ნიშანია: სპერმის გამოყოფა, იქნება ეს სიზმრების საშუალებით თუ სხვაგვარად, ბოქვენის თმის ამოსვლა ან 15 წლის ასაკის მიღწევა. ქალებში მეოთხე ნიშანი ემატება: მენსტრუაცია.
  4. ას-სუბქიმ თქვა: «"ალ-საბი (ბავშვი მამრ.სქ.)იგივეს ნიშნავს რაც ღულაამ.“ სხვებმა თქვეს: „ბავშვს, რომელიც დედის მუცელშია, ეწოდება ჯანიინ (ნაყოფი), ხოლო როცა დაიბადება, ეწოდება საბიი (ბავშვი). ძუძუს წოვის შეწყვეტის შემდეგ მას ღულაამ ეწოდება შვიდ წლამდე. შემდეგ მას იაფი' (მოზარდი ბავშვი რომელიც სქესობრივად არ მომწიფებულა) ეწოდება ათ წლამდე, ხოლო თხუთმეტ წლამდე ჰაზაუარ ( ძლიერი მოზარდი ბიჭი)". უდავოა, რომ ყველა ამ ეტაპზე მას მაინც საბიი (ბავშვი) ეწოდება,“ — თქვა ას-სუიუტიმ.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية