1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტების ფრენით იმკითხავა ან ის ვისაც უმკითხავეს (ჩიტების აფრენით), ვინც იმკითხავა ან ვისაც უმკითხავეს, ვინც ჯადო გააკეთა ან მივიდა ჯადოქართან

عن عمران بن حصين رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«‌لَيْسَ ‌مِنَّا ‌مَنْ ‌تَطَيَّرَ أَوْ تُطُيِّرَ لَهُ، أَوْ تَكَهَّنَ أَوْ تُكُهِّنَ لَهُ، أَوْ سَحَرَ أَوْ سُحِرَ لَهُ، وَمَنْ عَقَدَ عُقْدَةً، وَمَنْ أَتَى كَاهِنًا فَصَدَّقَهُ بِمَا يَقُولُ فَقَدْ كَفَرَ بِمَا أُنْزِلَ عَلَى مُحَمَّدٍ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ».

'იმრან იბნ ჰუსაინი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტების ფრენით იმკითხავა ან ის ვისაც უმკითხავეს (ჩიტების აფრენით), ვინც იმკითხავა ან ვისაც უმკითხავეს, ვინც ჯადო გააკეთა ან მივიდა ჯადოქართან, ვინც მივიდა მკითხავთან და დაიჯერა ის, რასაც ის ამბობს, მან უარყო ის, რაც გარდმოევლინა მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)».

კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-ბაზზაარმა მუსნად ალ-ბაზზაარ - 3578

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაემუქრა მას მისი უმეთთით და იმას, ვინც მაღლა ჩამოთვლილ ქმედებას ჩაიდენდა და თქვა: "არ არის ჩვენგანი". ეს ქმედებებია:
პირველი: ვინც ჩიტების ფრენით მკითხაობს ან მისთვის მკითხაობენ მათით", ამ მკითხაობის არსი შემდეგში მდგომარეობს: ფრინველის გაშვება რაიმე საქმის დაწყებამდე, იქნება ეს მოგზაურობა, ვაჭრობა თუ სხვა რამ. თუ ფრინველი მარჯვნივ გაფრინდება, ადამიანი ამას მიიჩნევს კეთილ ნიშნად და განაგრძობს განზრახულ საქმეს, ხოლო თუ მარცხნივ — ცუდ ნიშნად და თავის განზრახვაზე უარს იტყვის. დაუშვებელია ამის გაკეთება საკუთარი ინიციატივით ან სხვას დაავალო. ამაში შედის ცრურწმენა ნებისმიერი საგნის მიმართ, იქნება ეს გაგონილი თუ დანახული, ფრინველები, ცხოველები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რიცხვები, დღეები თუ სხვა რამე.
მეორე: "ვინც იმკითხავა ან მას უმკითხავეს", ეს ეხება მათ, ვინც ამტკიცებს, რომ მომავალზე ინფორმაცია აქვს, იყენებს რა ვარსკვლავების განლაგებას ან სხვა მეთოდებს. ასევე, ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც მიმართავენ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ მომავალზე ინფორმაცია აქვს, როგორიც არიან მარჩიელები და სხვები. ისინი, ვისაც სჯერათ მათი განცხადებების მომავალზე ცოდნის შესახებ, ამით გამოხატავენ ურწმუნოებას იმაში, რაც მოევლინა მოციქულ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
მესამე: "ვინც ჯადო გააკეთა ან გააკეთებინა" ეს არის ვინც თვითონ აკეთებს ჯადოს, ან დაავალა სხვას მისთვის ჯადოს გაკეთება; მისით სხვისთვის ზარალის ან სარგებლის მოსატანად, ან განასკვა ნასკვი თოკის გადაკოჭვით და გააკეთა მასზე ჯადო, აკრძალული საკითხავების წაკითხვით და შემდეგ მასზე სულის შებერვით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰზე იმედის დამყარების და ბედისწერისა და წინასწარი განკარგულების რწმენის აუცილებლობა, და ასევე აკრძალვა ფრინველების ფრენით მკითხაობის, ნიშნების ძებნის, ცრურწმენების, ჯადოქრობის, მკითხაობისა და ამ ყველაფრით დაკავებულ პირებთან მიმართვა .
  2. დაფარულის ცოდნის მტკიცება არის შირქი, რომელიც არღვევს ერთღმერთიანობას.
  3. აკრძალულია მკითხავებთან მისვლა და მათი დაჯერება, ამაში შედის ასევე ხელისგულზე, ყავის ჭიქაში და ზოდიაქოს ნიშნებზე შეხედვა, თუნდაც ეს იყოს ცნობისმოყვარეობის გამო.

თარგმნების ჩვენება

64 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية