1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე

عَنْ أَبِي أُمَامَةَ البَاهِلِيِّ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: ذُكِرَ لِرَسُولِ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ رَجُلاَنِ أَحَدُهُمَا عَابِدٌ وَالآخَرُ عَالِمٌ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«فَضْلُ العَالِمِ عَلَى العَابِدِ كَفَضْلِي عَلَى أَدْنَاكُمْ»، ثُمَّ قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «إِنَّ اللَّهَ وَمَلاَئِكَتَهُ وَأَهْلَ السَّمَوَاتِ وَالأَرَضِينَ حَتَّى النَّمْلَةَ فِي جُحْرِهَا وَحَتَّى الحُوتَ لَيُصَلُّونَ عَلَى مُعَلِّمِ النَّاسِ الخَيْرَ».

აბუ უმამა ალ-ბაჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი კაცი ახსენეს – ერთ-ერთი იყო მლოცველი და მეორე კი სწავლული, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე», შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი, მისი ანგელოზები, ცათა და მიწათა მცხოვრებლები – თუნდაც ჭიანჭველა თავის სოროში და თევზი ზღვაში – ვედრებას აღავლენენ იმ ადამიანისთვის, ვინც ასწავლის ხალხს სიკეთეს».

حسن لغيره გადმოსცა ალ-თირმიზიმ სუნან ალ-თირმიზი - 2685

განმარტება

ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი კაცი ახსენეს – ერთ-ერთი იყო მლოცველი და მეორე – სწავლული, და ჰკითხეს, რომელია მათგან უკეთესი?
უპასუხა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ის სწავლული, რომელიც ფლობს შარიათის ცოდნას, მოქმედებს მის მიხედვით და ასწავლის მას, უფრო ღირსეულია, ვიდრე ის, ვინც მთლიანად ლოცვასა და ღვთისმსახურებას მიუძღვნა თავი, თუმცა იცის ის ცოდნა, რაც მისთვის სავალდებულოა. ეს უპირატესობა იგივეა, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღმატებულება და პატივი მისი ყველაზე დაბალი საჰაბას მიმართ. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ამ უპირატესობის მიზეზი: ალლაჰი, მისი ანგელოზები – მათ შორის არშის მატარებლები, ცათა მცხოვრები ყველა ანგელოზი, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და ჯინები, ყველა ცხოველი, მათ შორის ჭიანჭველა, რომელიც თავის სოროში იმყოფება, და ზღვის თევზები – ყველა ისინი ვედრებას აღავლენენ იმ ადამიანისათვის, რომელიც ასწავლის ხალხს იმ ისლამურ სწავლებებს, რომლებიც მათ გადარჩენასა და წარმატებას მოუტანს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის გზისკენ მოწოდების მეთოდები: წახალისება და მაგალითების მოყვანა.
  2. სწავლულების უდიდესი ღირსება – მათ ისწავლეს ცოდნა და აღასრულეს მისი უფლებები საქმითა და მოწოდებით.
  3. სწავლულებისა და ცოდნის მაძიებელთა პატივისცემისა და მათთვის დუას აღვლენის წახალისება
  4. ხალხისთვის სიკეთის სწავლების წახალისება, რადგან ეს მათი გადარჩენისა და ბედნიერების მიზეზია.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية