1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ

عَنْ سَعْدٍ رضي الله عنها قَالَ:
جَاءَ أَعْرَابِيٌّ إِلَى رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: عَلِّمْنِي كَلَامًا أَقُولُهُ، قَالَ: «قُلْ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، اللهُ أَكْبَرُ كَبِيرًا، وَالْحَمْدُ لِلَّهِ كَثِيرًا، سُبْحَانَ اللهِ رَبِّ الْعَالَمِينَ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ» قَالَ: فَهَؤُلَاءِ لِرَبِّي، فَمَا لِي؟ قَالَ: «قُلْ: اللهُمَّ اغْفِرْ لِي وَارْحَمْنِي وَاهْدِنِي وَارْزُقْنِي».

სა'დისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2696

განმარტება

ერთმა ბედუინმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სთხოვა, რომ მისთვის ალლაჰის ხსენების სიტყვები ესწავლებინა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უთხრა: თქვი: "ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ" , ხსენება დაიწყო ერთღმერთიანობის დამოწმებით, რაც ნიშნავს: არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა. ''ალლაჰუ აქბარ ქაბიირა'' რაც ნიშნავს: ალლაჰი ყველაფერზე დიდია და უმაღლესია, ''ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა'' რაც ნიშნავს: ალლაჰს უამრავი ქება, მისი თვისებების, ქმედებებისა და უთვალავი მოწყალებისთვის, ''სუბჰაანალლაჰი რობბილ 'აალამაინ'' ნიშნავს: ალლაჰი, სამყაროების ღმერთი წმინდაა ყოველი ნაკლოვანებისგან, ''ლაა ჰავლა ვალლა ყუვვათა ილლაა ბილლაჰილ აზიიზილ ჰაქიიმ'' ანუ: არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა მისი დახმარებით და შეწევნით, მაშინ კაცმა თქვა: „ეს სიტყვები ჩემი ღმერთისთვის და მისი ხსენებისა და განდიდებისთვის და რა არის ვედრებიდან ჩემთვის? მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: თქვი: ''ო, ღმერთო მაპატიე" ცოდვების წაშლით და მათი დაფარვით, ''და შემიწყალე'' ჩემთვის სასარგებლო და საჭირო სარგებლის მომატებით როგორც რელიგიურ, ასევე ამქვეყნიურ საკითხებში, ''დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე'' საუკეთესო მდგომარეობისა და სწორი გზისკენ, ''მიბოძე სარჩო'' ჰალალი სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ყველა სიკეთე და კეთილდღეობა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წაქეზება ალლაჰის ხსენებისკენ თაჰლიილით თაქბირით, თაჰმიდით და თასბიჰით.
  2. სასურველია ალლაჰის ხსენება და მისი განდიდება ვედრების წინ.
  3. სასურველია, რომ ადამიანმა მოუხმოს საუკეთესო ვედრებით და გამოიყენოს ისეთი ცნობადი ვედრებები, რომლებიც მოიცავს ამქვეყნიური და საიქიოს სიკეთეებს. ასევე სთხოვოს მას ის, რაც სურს.
  4. მსახურისთვის საჭიროა მონდომებით ისწავლოს ის, რაც სარგებელს მოუტანს ამქვეყნად და საიქიოშიც.
  5. წახალისება მიტევების, მოწყალებისა და საზრდოს თხოვნისთვის, რადგან ეს ყველაფერი საერთო სიკეთეა.
  6. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გულმოწყალება თავისი ხალხისთვის იმ სასარგებლოს სწავლების საქმეში, რაც მათ სარგებელს მოუტანს.
  7. მოწყალება მიტევების შემდეგ არის ნახსენები, რათა გაწმენდის სრულყოფილება მოხდეს. მიტევება ნიშნავს ცოდვების დაფარვას, მათ წაშლასა და ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევას, ხოლო მოწყალება — სიკეთეების მიღებასა და სამოთხეში შესვლას, აი ეს არის უდიდესი წარმატება.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية