1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنْ تَرَدَّى مِنْ جَبَلٍ فَقَتَلَ نَفْسَهُ فَهُوَ فِي نَارِ جَهَنَّمَ يَتَرَدَّى فِيهِ خَالِدًا مُخَلَّدًا فِيهَا أَبَدًا، وَمَنْ تَحَسَّى سُمًّا فَقَتَلَ نَفْسَهُ فَسُمُّهُ فِي يَدِهِ يَتَحَسَّاهُ فِي نَارِ جَهَنَّمَ خَالِدًا مُخَلَّدًا فِيهَا أَبَدًا، وَمَنْ قَتَلَ نَفْسَهُ بِحَدِيدَةٍ فَحَدِيدَتُهُ فِي يَدِهِ يَجَأُ بِهَا فِي بَطْنِهِ فِي نَارِ جَهَنَّمَ خَالِدًا مُخَلَّدًا فِيهَا أَبَدًا».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად, ვინც შხამს დალევს და ამით თავს მოიკლავს, ჯოჯოხეთში შხამი მის ხელში იქნება და მარადიულად სვამს მას, ვინც საკუთარ თავს რკინით (იარაღით) მოკლავს, მისი იარაღი მის ხელში იქნება და ის მარადიულად ჩაირტყამს მას თავის მუცელში, ჯოჯოხეთის ცეცხლში მყოფი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5778

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ადამიანები, რომ ვინც განზრახ მოიკლავს თავს ამქვეყნად, იგი სასჯელის სახით იმავე მეთოდით დაისჯება აღდგომის დღეს ჯოჯოხეთში, ვინც მთიდან გადმოხტება და თავს მოიკლავს, მას ჯოჯოხეთის ცეცხლში მუდმივად მთებიდან გადმოაგდებენ და გადაიჩეხება კლდეებიდან კლდეებზე ძირს და მარადიულად იქ დარჩება. ვინც შხამს დალევს და მისით თავს მოიკლავს, ჯოჯოხეთში მისი შხამი ხელში იქნება და იგი მარადიულად სვამს მას. ვინც რკინას (იარაღს) საკუთარ მუცელში ჩაირტყამს და თავს მოიკლავს, ჯოჯოხეთში მას იარაღი ხელში ექნება და იგი მარადიულად დაირტყამს მას თავის მუცელში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თვითმკვლელობა კატეგორიულად აკრძალულია ისლამში და ის დიდ ცოდვათა რიცხვშია, რის გამოც ადამიანი იმსახურებს მტკივნეულ სასჯელს.
  2. ჰადისში ჩამოთვლილი მაგალითები მხოლოდ ზოგიერთი სახეობაა თვითმკვლელობის, მაგრამ სინამდვილეში თვითმკვლელობის ნებისმიერი ფორმა ისჯება იმავე მეთოდით, როგორც ადამიანი თავის თავს მოექცა, იმამ ალ-ბუხარის "საჰიჰში" მოცემულია ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: "ვინც თავს ჩამოხრჩობით მოიკლავს, ჯოჯოხეთში მუდმივად ხრჩობის ტანჯვას განიცდის, ხოლო ვინც თავს დანით (ან ბასრი საგნით) მოიკლავს, მას ჯოჯოხეთში იგივე ტანჯვა მოელის".
  3. იმამ ან-ნავავიმ განმარტა ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: «(ვინც თავს მოიკლავს, იგი ჯოჯოხეთში მარადიულად დარჩება) ამასთან დაკავშირებით სამი განმარტება არსებობს: პირველი: ეს ეხება იმ ადამიანს, ვინც თვითმკვლელობას ჰალალად (ნებადართულად) მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ იცის მისი აკრძალვა. ასეთ შემთხვევაში იგი უარყოფს ისლამის განწესებას და ხდება ურწმუნო, რის გამოც მარადიულად დაისჯება, მეორე: ''მარადიულობა" აქ არ ნიშნავს აბსოლუტურ უსასრულობას, არამედ ძალიან ხანგრძლივ პერიოდს. არაბულ ენაში ეს სიტყვა ზოგჯერ გამოიყენება გრძელი დროის აღსანიშნავად, როგორც მაგალითად: "ალლაჰმა დაუმკვიდროს სულთანს მარადიული მმართველობა", მესამე: ეს არის ის სასჯელი, რომელიც ასეთ ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ ალლაჰმა თავისი წყალობით განაწესა, რომ ვინც ისლამში გარდაიცვალა, ჯოჯოხეთში სამუდამოდ არ დარჩება».
  4. ეს ჰადისი მიუთითებს იმაზე, რომ საიქიო სასჯელები შეესაბამება ადამიანის ამქვეყნიურ ქმედებებს, ამასთანავე, აქედან ჩანს, რომ ადამიანის მიერ საკუთარ თავზე ჩადენილი დანაშაული ისეთივე მძიმე ცოდვაა, როგორც სხვის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის სიცოცხლე არ ეკუთვნის მას მთლიანად, არამედ ის უზენაესი ალლაჰის საკუთრებაა. შესაბამისად, მას არ აქვს უფლება თავისი სიცოცხლით ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა ნება დართო.

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية