1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ اللهَ يَرْضَى لَكُمْ ثَلَاثًا، وَيَكْرَهُ لَكُمْ ثَلَاثًا، فَيَرْضَى لَكُمْ: أَنْ تَعْبُدُوهُ، وَلَا تُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا، وَأَنْ تَعْتَصِمُوا بِحَبْلِ اللهِ جَمِيعًا وَلَا تَفَرَّقُوا، وَيَكْرَهُ لَكُمْ: قِيلَ وَقَالَ، وَكَثْرَةَ السُّؤَالِ، وَإِضَاعَةِ الْمَالِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ: კმაყოფილია იმით, რომ მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ უდგენთ მას თანაზიარებს, რომ ეჭიდებით ალლაჰის თოკს ერთობლივად და არ იშლებით. და სძულს: ჭორაობა და ამაო ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა და ქონების ფლანგვა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1715

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს თავისი მონებისგან სამი თვისება უყვარს, და მათგან სამი თვისება სძულს, რაც მას უყვარს არის: მხოლოდ მას რომ ეთაყვანონ ერთადერთს და არავინ დაუდგინონ მას მოზიარედ, რომ ჩაეჭიდონ ალლაჰთან დადებულ პირობას, ყურანს და მისი შუამავლის სუნნას ყველამ ერთად, და არ დაშორდნენ მუსლიმთა ერთობას. მას სძულს: ფუჭი სიტყვები და ცნობისმოყვარეობა, რაშიც არ არის მათთვის სარგებელი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ მომხდარა, ან ადამიანებისგან ქონების თხოვნა საჭიროების გარეშე; ქონების ფლანგვა, მისი გამოყენება შარიათის მიერ დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ და მისი გაფუჭება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაეს ალლაჰს თავის მსახურთაგან ღვთისმსახურებებში უყვარს გულწრფელობა და სძულს ურწმუნოობა.
  2. მოწოდება უზენაესი ალლაჰის თოკზე (ყურანი, და სუნნა) ჩაჭიდებისკენ; რადგან მასში არის ერთობა და დაკავშირება.
  3. მოწოდება ერთიანობისკენ, ბრძანება უმმეთის ერთიანობაზე მტკიცედ დგომის ვალდებულებაზე, მისი რიგების გაერთიანებაზე, ასევე აკრძალვა ამის საწინააღმდეგოს — გახლეჩილობისა და განხეთქილების.
  4. აკრძალულია ზედმეტი საუბარი იმაზე, რაც ადამიანს არ ეხება. რადგან თუ ეს დასაშვებია, მაშინ ეს მხოლოდ დროის ფლანგვაა, ხოლო თუ აკრძალულია — მაშინ მას მრავალი ცოდვისკენ მიჰყავს ადამიანი.
  5. ადამიანთა საქმეებში ჩაღრმავებისგან თავის შეკავება, მათი მდგომარეობების, სიტყვების და ქმედებიბის გამოკვლევისგან შორს ყოფნა.
  6. აკრძალულია ადამიანებისგან ზედმეტად თანხის თხოვნა.
  7. ქონების ზედმეტი ფლანგვის აკრძალვა და მოწოდება ქონებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულებისკენ — მისი ხარჯვა მხოლოდ სასარგებლო საქმეებზე.

თარგმნების ჩვენება

35 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية