1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად)

عن جندب رضي الله عنه قال:
سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَبْلَ أَنْ يَمُوتَ بِخَمْسٍ وَهُوَ يَقُولُ «إِنِّي أَبْرَأُ إِلَى اللهِ أَنْ يَكُونَ لِي مِنْكُمْ خَلِيلٌ فَإِنَّ اللهَ تَعَالَى قَدِ اتَّخَذَنِي خَلِيلًا كَمَا اتَّخَذَ إِبْرَاهِيمَ خَلِيلًا، وَلَوْ كُنْتُ مُتَّخِذًا مِنْ أُمَّتِي خَلِيلًا لَاتَّخَذْتُ أَبَا بَكْرٍ خَلِيلًا! أَلَا وَإِنَّ مَنْ كَانَ قَبْلَكُمْ كَانُوا يَتَّخِذُونَ قُبُورَ أَنْبِيَائِهِمْ وَصَالِحِيهِمْ مَسَاجِدَ، أَلَا فَلَا تَتَّخِذُوا الْقُبُورَ مَسَاجِدَ! إِنِّي أَنْهَاكُمْ عَنْ ذَلِكَ».

გადმოცემულია ჯუნდუბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: «ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქრს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 532

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ალლაჰთან მისი განსაკუთრებული ადგილის შესახებ, რომ მან მიაღწია ალლაჰის სიყვარულის უმაღლეს საფეხურს ისევე, როგორც იბრაჰიმმა (მშვიდობა მას) მიაღწია მას. ამიტომ მან უარყო, რომ მას შეეძლო ალლაჰის გარდა ვინმე ხალილად (სულიერ მეგობრად) აერჩია, რადგან მისი გული ალლაჰის სიყვარულით, სიდიადითა და შეცნობით იყო სავსე და არ რჩებოდა ადგილი სხვებისთვის. და რომ ჰყოლოდა შუამავალს ხალილი ადამიანთაგან, ის აუცილებლად აბუ ბაქრი იქნებოდა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა მორწმუნეები, რომ არ გადაეჭარბებინათ სიყვარულის დასაშვებ ზღვარს, როგორც ეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა გააკეთეს თავიანთი წინასწარმეტყველებისა და მართალ ადამიანთა საფლავებთან ისე, რომ აქციეს ისინი ღვთაებებად და თანამოზიარედ თაყვანისცემაში მაგიერ ალლაჰისა. მათ ააშენეს მეჩეთები და ტაძრები იმ საფლავებზე. მოციქულმა მკაცრად აუკრძალა თავის უმმათს (საზოგადოებას), რომ მათ მსგავსად მოქცეულიყვნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება უზარმაზარია, და ის ითვლება შუამავლის ყველა საჰაბას შორის საუკეთესოდ. ამიტომ ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ერგო ხალიფატის მმართველობის გაგრძელების უფლება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ.
  2. საფლავებზე მეჩეთების აღმართვა არის წინა ერების მოუწონარი ქმედებებიდან.
  3. აკრძალვა საფლავების თაყვანისცემის ადგილებად გადაქცევაზე, რათა მათთან ან მათი მიმართულებით არ შესრულდეს ლოცვები, აგრეთვე აკრძალვა მათზე მეჩეთებისა თუ გუმბათების აშენებაზე, რადგან ეს ყველაფერი მრავალღმერთიანობაში ჩავარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
  4. გაფრთხილება მართალ ადამიანებში გადაჭარბებული პატივისცემის გამოვლენისგან, რადგან ამან შეიძლება მრავალღმერთიანობამდე მიგვიყვანოს.
  5. მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხის სერიოზულობაზე.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو