1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ოქრო ოქროში, ვერცხლი ვერცხლში, ხორბალი ხორბალში, ქერი ქერში, ფინიკი ფინიკში, მარილი მარილში – მსგავსი, მსგავსით, ხელიდან ხელზე. ხოლო თუ ეს სახეობები განსხვავებულია, გაყიდეთ, როგორც გნებავთ, ოღონდ ხელიდან ხელზე

عَنْ عُبَادَةَ بْنِ الصَّامِتِ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الذَّهَبُ بِالذَّهَبِ، وَالْفِضَّةُ بِالْفِضَّةِ، وَالْبُرُّ بِالْبُرِّ، وَالشَّعِيرُ بِالشَّعِيرِ، وَالتَّمْرُ بِالتَّمْرِ، وَالْمِلْحُ بِالْمِلْحِ، مِثْلًا بِمِثْلٍ، سَوَاءً بِسَوَاءٍ، يَدًا بِيَدٍ، فَإِذَا اخْتَلَفَتْ هَذِهِ الْأَصْنَافُ، فَبِيعُوا كَيْفَ شِئْتُمْ، إِذَا كَانَ يَدًا بِيَدٍ».

'უბაადა იბნ საამით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ოქრო ოქროში, ვერცხლი ვერცხლში, ხორბალი ხორბალში, ქერი ქერში, ფინიკი ფინიკში, მარილი მარილში – მსგავსი, მსგავსით, ხელიდან ხელზე. ხოლო თუ ეს სახეობები განსხვავებულია, გაყიდეთ, როგორც გნებავთ, ოღონდ ხელიდან ხელზე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1587

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა სწორი ვაჭრობის წესი ექვსი საპროცენტო საქონლისთვის: ოქრო, ვერცხლი, ხორბალი, ქერი, ფინიკი და მარილი. თუ ეს საქონელი ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნება, მაგალითად, ოქროს ოქროზე გაყიდვა ან ვერცხლის ვერცხლზე გაცვლა, აუცილებელია ორი პირობის დაცვა: პირველი: წონის თანასწორობა, თუ საქონელი წონით იზომება, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი, ან მოცულობითი თანასწორობა, თუ საქონელი მოცულობით იზომება, როგორიცაა ხორბალი, ქერი, ფინიკი და მარილი. მეორე: გამყიდველმა უნდა მიიღოს თანხა და მყიდველმა – საქონელი იმავე სავაჭრო შეხვედრაში (გარიგების დადებისას). თუ ეს სახეობები განსხვავდება, მაგალითად, ოქროს ვერცხლზე გაყიდვა ან ფინიკის ხორბალზე გაცვლა, მაშინ ვაჭრობა ნებადართულია ერთი პირობით: გამყიდველმა უნდა მიიღოს თანხა და მყიდველმა – საქონელი იმავე სავაჭრო შეხვედრაში (გარიგების დადებისას). წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება ბათილია, ხოლო გამყიდველი და მყიდველი ერთნაირად ჩავარდებიან აკრძალულ რიბაში (პროცენტში).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საპროცენტო ქონება და მისი ვაჭრობის წესები.
  2. პროცენტიანი ვაჭრობის აკრძალვა.
  3. ქაღალდის ფულს აქვს საპროცენტო განაჩენი, როგორც ოქროსა და ვერცხლს.
  4. საპროცენტო ქონების ექვსი სახეობის გაყიდვა და შეძენა სამ მდგომარეობაში შეიძლება: 1. თუ საპროცენტო ქონება იყიდება იგივე სახეობის საპროცენტო ქონებაში (მაგ.: ოქრო ოქროზე, ფინიკი ფინიკზე), მაშინ გარიგების სისწორისთვის საჭიროა ორი პირობის დაცვა: წონის ან მოცულობის თანასწორი გადაცემა იმავე სავაჭრო შეხვედრაში (ხელიდან ხელზე), 2. თუ საპროცენტო ქონება იყიდება სხვა სახეობის საპროცენტო ქონებაში, მაგრამ მათი მიზეზი იგივეა (მაგ.: ოქრო ვერცხლზე, ხორბალი ქერზე), მაშინ საჭიროა მხოლოდ ხელიდან ხელზე გადაცემა, ხოლო თანასწორობა აუცილებელი არ არის. 3. თუ საპროცენტო ქონება იყიდება სხვა სახეობის საპროცენტო ქონებაში და მათ შორის მიზეზი განსხვავებულია (მაგ.: ოქრო ფინიკზე), მაშინ არც ხელიდან ხელზე გადაცემა და არც თანასწორობა სავალდებულო არ არის.
  5. არა პროცენტული საქონლის გაყიდვა და შეძენა, ან ერთი მხარის საპროცენტო და მეორის არა პროცენტული საქონლის გაცვლა – არ მოითხოვს არც ხელიდან ხელზე გადაცემას და არც თანასწორობას, მაგალითად, უძრავი ქონების გაყიდვა ოქროზე.

თარგმნების ჩვენება

41 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية