1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით

عَنِ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنين رَضيَ اللهُ عنها زَوْجَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
أَنَّ الْحَوْلَاءَ بِنْتَ تُوَيْتِ بْنِ حَبِيبِ بْنِ أَسَدِ بْنِ عَبْدِ الْعُزَّى مَرَّتْ بِهَا وَعِنْدَهَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقُلْتُ: هَذِهِ الْحَوْلَاءُ بِنْتُ تُوَيْتٍ، وَزَعَمُوا أَنَّهَا لَا تَنَامُ اللَّيْلَ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَا تَنَامُ اللَّيْلَ! خُذُوا مِنَ الْعَمَلِ مَا تُطِيقُونَ، فَوَاللهِ لَا يَسْأَمُ اللهُ حَتَّى تَسْأَمُوا».

მორწმუნეთა დედა და შუამავლის მეუღლე აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
«ჰაულა ბინთ თუვაით იბნ ჰაბიბ იბნ ასად იბნ აბდულ-'უზზამ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვეს გაიარა. მაშინ მე ვუთხარი: "ეს არის ჰაულა ბინთ თუვაითი, და ამბობენ, რომ ის ღამით არ იძინებს", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღამით არ იძინებს?! აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 785

განმარტება

მორწმუნეების დედა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იმყოფებოდა ჰაულა ბინთ თუვაითი (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი). შემდეგ, ის გავიდა, როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). აიშამ უთხრა მას: ეს ქალი ღამით არ იძინებს, და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისთვის, ზედმეტი სიმკაცრით თქვა: ღამით არ იძინებს?! აკეთეთ იმ კარგი საქმეებიდან იმდენი, რამდენსაც შეძლებთ რეგულარულად შესრულებას, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება თავისი მორჩილი და კეთილი მონების დაჯილდოებით, სანამ ისინი თავად არ დაიღლებიან და არ შეწყვეტენ კეთილ საქმეებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თაყვანისცემის გადაჭარბებული რაოდენობა, რაც აღემატება სხეულის შესაძლებლობებს, იწვევს დაღლილობასა და მოტივაციის დაკარგვას, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძლება მთლიანად მიატოვოს თაყვანისცემა.
  2. თაყვანისცემაში ზომიერება და ბალანსის დაცვა ხელს უწყობს მის მუდმივ შესრულებასა და მასზე მტკიცედ დგომას.
  3. მცირე, მაგრამ მუდმივი საქმე უმჯობესია, ვიდრე დიდი, მაგრამ შეწყვეტილი.
  4. იმამ ან-ნავავი ამბობს: «როდესაც მცირე თაყვანისცემა მუდმივად სრულდება, მორწმუნე რჩება მორჩილებაში, ალლაჰის ხსენებაში, მისი მეთვალყურეობის შეგრძნებაში, გულწრფელობაში და ალლაჰისკენ მიქცევაში. განსხვავებით დიდი და მძიმე თაყვანისცემისგან, რომელიც დამღლელია და შეიძლება შეწყდეს. შედეგად, მცირე, მაგრამ მუდმივი თაყვანისცემა დროთა განმავლობაში იმდენად იზრდება, რომ მრავალგზის აღემატება დიდი, მაგრამ შეწყვეტილ თაყვანისცემას».

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية