1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით

عن أُبيِّ بن كعبٍ رضي الله عنه قال:
صلَّى بنا رسولُ الله صلى الله عليه وسلم يومًا الصُّبحَ فقال: «أشاهِد فُلان؟» قالوا: لا، قال: «أشاهِدٌ فُلان؟» قالوا: لا، قال: «إنَّ هاتيَنِ الصَّلاتين أثقَلُ الصَّلَواتِ على المُنافقين، ولو تعلمون ما فيهما لأتيتُمُوهما ولو حَبْوًا على الرُّكب، وإن الصفَّ الأوّلَ على مِثلِ صَفِّ الملائكة، ولو عَلِمتُم ما فضيلتُه لابتَدَرتُموهُ، وإنّ صلاةَ الرجل مع الرجل أزكى من صلاتِه وحدَه، وصلاتَه مع الرجلَين أزكى من صلاتِه مع الرجل، وما كَثُرَ فهو أحبُّ إلى الله تعالى».

გადმოცემულია უბაი იბნ ქა'აბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაგვიწესა ფაჯრის ლოცვა და შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ უპასუხეს: «არა». შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ კვლავ უპასუხეს: «არა». შემდეგ თქვა: «ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით. პირველი რიგი ანგელოზების რიგის მსგავსია, და რომ იცოდეთ მისი ღირსება, ყველანი მისკენ გაიწევდით. და ერთის ლოცვა მეორესთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე მისი მარტო ლოცვა, ხოლო მისი ლოცვა ორ კაცთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე ერთ კაცთან. და რაც მეტი იქნება, მით უფრო საყვარელია უზენაესი ალლაჰისთვის».

სანდო (საჰიჰ) رواه أبو داود والنسائي وأحمد სუნან აბი დაუდ - 554

განმარტება

ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღასრულა ფაჯრის ლოცვა, შემდეგ იკითხა: მონაწილეობდა ეს და ეს ჩვენს ამ ლოცვაში? საჰაბებმა თქვეს: არა. შემდეგ იკითხა: ეს და ეს იყო? სხვა კაცზე, თქვეს: არა. შემდეგ თქვა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): ჭეშმარიტად, ფაჯრისა და იშას ლოცვები ყველაზე რთულია ორპირებისთვის, რადგან ამ დროებში ადამიანებს განსაკუთრებით უძლევთ ზარმაცობა, და ამ დროს თვალთმაქცობისთვის მოქმედება უფრო რთულია, რადგან სიბნელეში მათ ძალიან ცოტა თუ დაინახავს.
რომ იცოდეთ, ო მორწმუნენო, რამდენი ჯილდო და საზღაური მოიცავს ფაჯრისა და იშას ლოცვებს – რადგან ჯილდო სირთულესთან არის დაკავშირებული, – თქვენ მიხვიდოდით მათზე თუნდაც ხოხვით, ხელებზე და მკლავებზე დაყრდნობით.
პირველი რიგი, იმამის სიახლოვეს, მსგავსია ანგელოზთა რიგისა, რომლებიც უზენაესი ალლაჰის სიახლოვეს იმყოფებიან, და რომ იცოდნენ მორმუნეებმა პირველი რიგის ღირსება, ისინი ერთმანეთს გაასწრებდნენ მისკენ სწრაფვაში. ჭეშმარიტად, როცა ადამიანი ლოცვას სხვა ადამიანთან ერთად ასრულებს, ეს ლოცვა უფრო მნიშვნელოვანი და მადლიანი ხდება, ვიდრე მარტო შესრულებული ლოცვა, ხოლო ორ ადამიანთან ერთად შესრულებული ლოცვა უკეთესია, ვიდრე ერთთან ერთად შესრულებული. ლოცვა, რომელშიც ბევრი მლოცველია, ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი და უმჯობესია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეჩეთის იმამისთვის ნებადართულია დაკვირვება მიმდევრების მდგომარეობაზე და კითხვა იმათ შესახებ, ვინც დააკლდა.
  2. კოლექტიური ლოცვის დაცვა, განსაკუთრებით იშას და ფაჯრის ლოცვებში, რწმენის ნიშნებს მიეკუთვნება.
  3. იშას და ფაჯრის ლოცვების ჯილდო დიდია, რადგან მათზე მისვლა მოითხოვს საკუთარ თავთან ბრძოლას და მორჩილებაში მოთმინებას, რის გამოც მათი საზღაური სხვებზე უფრო დიდია.
  4. კოლექტიური ლოცვა სრულდება ორი ან მეტი ადამიანის მიერ.
  5. პირველი რიგის ღირსების განმარტება და მისკენ სწრაფვის წახალისება.
  6. ჯამაათის სიმრავლის ღირსება: რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს მასში, მით მეტია ჯილდო.
  7. კეთილი საქმეები განსხვავდებიან თავიანთი ღირსებით შარიათის მიერ მინიჭებული უპირატესობისა და მათი თვისებების მიხედვით.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية