عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«صَلَاةُ الرَّجُلِ فِي جَمَاعَةٍ تَزِيدُ عَلَى صَلَاتِهِ فِي بَيْتِهِ وَصَلَاتِهِ فِي سُوقِهِ بِضْعًا وَعِشْرِينَ دَرَجَةً، وَذَلِكَ أَنَّ أَحَدَهُمْ إِذَا تَوَضَّأَ فَأَحْسَنَ الْوُضُوءَ، ثُمَّ أَتَى الْمَسْجِدَ لَا يَنْهَزُهُ إِلَّا الصَّلَاةُ، لَا يُرِيدُ إِلَّا الصَّلَاةَ، فَلَمْ يَخْطُ خَطْوَةً إِلَّا رُفِعَ لَهُ بِهَا دَرَجَةٌ، وَحُطَّ عَنْهُ بِهَا خَطِيئَةٌ، حَتَّى يَدْخُلَ الْمَسْجِدَ، فَإِذَا دَخَلَ الْمَسْجِدَ كَانَ فِي الصَّلَاةِ مَا كَانَتِ الصَّلَاةُ هِيَ تَحْبِسُهُ، وَالْمَلَائِكَةُ يُصَلُّونَ عَلَى أَحَدِكُمْ مَا دَامَ فِي مَجْلِسِهِ الَّذِي صَلَّى فِيهِ، يَقُولُونَ: اللهُمَّ ارْحَمْهُ، اللهُمَّ اغْفِرْ لَهُ، اللهُمَّ تُبْ عَلَيْهِ، مَا لَمْ يُؤْذِ فِيهِ، مَا لَمْ يُحْدِثْ فِيهِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 649

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ მუსლიმი ლოცულობს ჯამაათში, მისი ეს ლოცვა უკეთესია, ვიდრე მისი ლოცვა სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსნა ამის მიზეზი: როცა ადამიანი იღებს აბდესს სრულყოფილად და კარგად, შემდეგ მიდის მეჩეთში მხოლოდ ლოცვის სურვილით, ყოველი ნაბიჯით, რომელსაც იგი დგამს, მისი ხარისხი და წოდება ამაღლდება და თითოეული ნაბიჯით მისი ცოდვა იშლება. როცა ის მეჩეთში შევა და დაჯდება ლოცვის მოლოდინში, მას ეწერება ლოცვისა და მისი ჯილდოს სარგებელი მთელი ის დრო, სანამ ლოცვას ელოდება. ანგელოზები მისთვის ლოცულობენ იმ ადგილას, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო აპატიე მას, ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, თუ იგი არ დაარღვევს აბდესს ან არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ადამიანებს ან ანგელოზებს შეაწუხებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანის მარტოკენა ლოცვა სახლში ან ბაზარში მიღებულია, მაგრამ იგი ცოდვას დაიმსახურებს, თუ ჯამაათის ლოცვას ტოვებს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე.
  2. ჯამაათთან ერთად მეჩეთში აღვლენილი ლოცვა უფრო უმჯობესი და აღმატებულია იმ ლოცვაზე, რომელსაც ადამიანი მარტო ასრულებს, ოცდახუთჯერ, ოცდაექვსჯერ ან ოცდაშვიდჯერ.
  3. ანგელოზთა ერთ-ერთი მოვალეობაა მორწმუნეებისთვის ლოცვა.
  4. მეჩეთში აბდესით წასვლის სიკეთე.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية