1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი არ მინახავს ვინმე, ვისაც გრძელი თმა ჰქონოდა და წითელ სამოსში უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)

عَنِ الْبَرَاءِ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
مَا رَأَيْتُ مِنْ ذِي لِمَّةٍ أَحْسَنَ فِي حُلَّةٍ حَمْرَاءَ مِنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، شَعْرُهُ يَضْرِبُ مَنْكِبَيْهِ، بَعِيدَ مَا بَيْنَ الْمَنْكِبَيْنِ، لَيْسَ بِالطَّوِيلِ وَلَا بِالْقَصِيرِ.

ალ-ბარა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
«არ მინახავს ვინმე, ვისაც გრძელი თმა ჰქონოდა და წითელ სამოსში უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მისი თმა მხრებზე ეცემოდა, მხრებს შორის დაშორება შორი ჰქონდა. ის არც ძალიან მაღალი იყო და არც ძალიან დაბალი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2337

განმარტება

ალ-ბარა იბნ ააზიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ მას არ უნახავს არც ერთი ადამიანი, რომლის თმა მხრებამდე აღწევდა და რომელიც ატარებდა შავი ქსოვილის ქვედა სამოსსა და ზედა მოსასხამს, რომელსაც წითელი ზოლები ჰქონდა, უფრო ლამაზად, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მისი ფიზიკური აღწერილობა ასეთია: მხრებს შორის დაშორება შორი ჰქონდა, მკერდი განიერი, ხოლო სიმაღლით საშუალო – არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარეგნული სილამაზის ზოგიერთი თვისების აღნიშვნა, როგორიცაა ლამაზი თმა, ფართო გულმკერდი, სიმაღლეში სრულყოფილი აღნაგობა და სხვა ფიზიკური მახასიათებლები.
  2. საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სიყვარული მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ, იმდენად, რომ მათ ზუსტად გადმოსცეს და მოუყვეს მის შემდეგ მოსულთ მის გარეგნულ და ხასიათობრივ თვისებებზე.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية