عَنْ المُغِيرَةِ رضي الله عنه قَالَ:
كُنْتُ مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي سَفَرٍ، فَأَهْوَيْتُ لِأَنْزِعَ خُفَّيْهِ، فَقَالَ: «دَعْهُمَا، فَإِنِّي أَدْخَلْتُهُمَا طَاهِرَتَيْنِ» فَمَسَحَ عَلَيْهِمَا.

ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
ერთხელ ერთ-ერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 206

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთერთ მგზავრობაში იმყოფებოდა და აბდესი აიღო. და როცა ფეხების დაბანაზე მივიდა ალ-მუღირა იბნ შუ'ბამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ხელი გაიწვდინა, რომ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყავის წინდები გაეძრო და რომ მისი ფეხები დაებანა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დატოვე ისინი, არ მოხსნა, რადგან მე ეს ხუფები (ტყავის წინდები) რიტუალური სისუფთავის მდგომარეობაში ჩავიცვი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხების დაბანის ნაცვლად მათზე მესი გაიკეთა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ფეხსაცმელზე (წინდებზე) მესის გაკეთების ნებართვა აბდესის აღების დროს, ხოლო დიდი განბანვის დროს აუცილებელია ფეხების დაბანა.
  2. წმენდა სრულდება მხოლოდ ერთხელ, სველი ხელით ხუფების (ტყავის წინდების, წინდების) ზედა ზედაპირზე გასმით, ისე, რომ მათ ქვედა ნაწილს არ ეხებიან.
  3. ფეხსაცმელზე მესის გაკეთების წინაპირობა არის ის, რომ მათი ჩაცმა უნდა მოხდეს სრული აბდესის აღების შემდეგ. მაშინ, როცა ფეხებს დაიბანს წყლით, ფეხსაცმელი უნდა იყოს სუფთა, ფეხის სავალდებულო ნაწილს უნდა ფარავდეს (კოჭების ჩათვლით), მათზე მესის გაკეთება შესაძლებელია პატარა განბანვის (აბდესი) დროს და არა დიდი განბანვის აუცილებლობის დროს, მესის გაკეთება უნდა მოხდეს შარიათით დადგენილი დროის ფარგლებში, ეს არის სახლში მყოფისთვის ერთი სრული დღე-ღამე, ხოლო მგზავრისთვის სამი დღე და სამი ღამე.
  4. ტყავის წინდებთან გათანაბრებულია ნებისმიერი სხვა საფარი ფეხებზე, როგორიცაა ჩვეულებრივი წინდები და მათ მსგავსები. მათზეც შესაძლებელია მესის გაკეთება.
  5. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი ზნეობა და სწავლების მეთოდი, რამეთუ ალ-მუღირას დაუშალა მისთვის ფეხზე გაეხადა და ამის მიზეზიც აუხსნა: რომ მან სუფთა ფეხებზე ჩაიცვა; რათა ალ-მუღირა მშვიდად ყოფილიყო და ასევე დადგენილებაც გაეგო.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية