1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ الدُّنْيَا حُلْوَةٌ خَضِرَةٌ، وَإِنَّ اللهَ مُسْتَخْلِفُكُمْ فِيهَا، فَيَنْظُرُ كَيْفَ تَعْمَلُونَ، فَاتَّقُوا الدُّنْيَا وَاتَّقُوا النِّسَاءَ، فَإِنَّ أَوَّلَ فِتْنَةِ بَنِي إِسْرَائِيلَ كَانَتْ فِي النِّسَاءِ».

გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს, რადგან ებრაელთა მოდგმის პირველი ცდუნება ქალები იყვნენ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2742

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ეს სამყარო გემრიელია გემოთი და მიმზიდველია გარეგნობით, და ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს მასზე, ჩაეფლოს მასში და აქციოს ის თავის მთავარ საზრუნავად. უზენაესმა ალლაჰმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ზოგირთი ჩვენგანი ზოგიერთის მმართველებად დაადგინა, რათა შეხედოს როგორ ვიმოქმედებთ, დავემორჩილებით თუ ვეურჩებით მას? შემდეგ თქვა: ფრთხილად იყავით, ამქვეყნიურმა ფუფუნებამ და სიამოვნებამ არ შეგაცდინოთ, და არ გიბიძგოთ ალლაჰის ბრძანებების მიტოვებისკენ, და იმის კეთებისკენ, რაც ალლაჰმა აგიკრძალათ თქვენ. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცდუნება ამქვეყნიურ ცხოვრებებს შორის - არის ქალების ცდუნება. სწორედ ეს იყო პირველი ცდუნება, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ისრაელის შვილები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება მუდმივად უფლის მოშიშების დაცვაზე და გაფრთხილება იმაზე, რომ არ გავყვეთ ამქვეყნიური სიკეთეების და მისი მორთულობის მოჯადოებას.
  2. გაფრთხილება იმაზე, რომ არ ავყვეთ ქალების ცდუნებას, იქნება ეს მზერით, სქესთა აღრევის საკითხში ზედმეტი შერბილებით, ქალებისა და უცხო მამაკაცების ურთიერთობით, თუ მსგავსი სიტუაციების მეშვეობით.
  3. ქალების ცდუნება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნება ამ სამყაროში.
  4. შეგონება და მაგალითის აღება წინათ მყოფი ხალხებისგან. რაც ებრაელთა მოდგმას შეემთხვათ შეიძლება სხვასაც შეემთხვეთ.
  5. ქალების ცდუნება გამოიხატება იმაში, რომ თუ ქალი ცოლია, შესაძლოა, ის მოითხოვდეს მამაკაცისგან ისეთს, რაც აღემატება მის შესაძლებლობებს, რაც განარიდებს მას რელიგიური მოვალეობების შესრულებაზე ზრუნვისგან და აიძულებს, რომ კონცენტრირდეს მხოლოდ ამქვეყნიურ სიკეთეებზე. ხოლო თუ ქალი უცხოა, მისი ცდუნება შეიძლება გამოიხატოს მამაკაცების მაცდუნებაში და მათი ჭეშმარიტებისგან გადახრაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი გამოდის გარეთ, ერევა მამაკაცებში ან გამოდის ჰიჯაბის გარეშე, გამოაჩენს თავის სილამაზეს. ამან შესაძლოა მრუშობის სხვადასხვა ფორმამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, მორწმუნემ უნდა მიმართოს ალლაჰს დაცვისთვის და სთხოვოს მას, დაიცვას იგი მათი ცდუნებებისგან.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية