1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«السَّاعِي عَلَى الأَرْمَلَةِ وَالمِسْكِينِ، كَالْمُجَاهِدِ فِي سَبِيلِ اللَّهِ، أَوِ القَائِمِ اللَّيْلَ الصَّائِمِ النَّهَارَ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5661

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ეხმარება ქვრივ ქალს, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა და არავინ ჰყავს, ვინც მის საქმეებს მიხედავს, ასევე გაჭირვებულ უპოვრებს ეხმარება ფინანსურად, მადლს კი უზენაესი ალლაჰისგან მოელის, მისი მადლი ალლაჰის გზაზე მუჯაჰიდის მადლის მსგავსი იქნება, ან მსგავსი იმისა, ვინც ღამის ლოცვებს ასრულებს დაუღლელად და დღისით მარხულობს შეუწყვეტლივ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება ერთმანეთის დახმარებისკენ, მხარდაჭერისკენ და უმწეოთა საჭიროებების მოგვარებისკენ.
  2. ღვთისმსახურება ყველა კარგ საქმეს მოიცავს, ქვრივზე და გაჭირვებულებზე დახმარებაც ღვთისმსახურებაა.
  3. იბნ ჰუბაირამ თქვა: ეს ჰადისი გულისხმობს იმას, რომ უზენაესი ალლაჰი მას მარხულის, მლოცველის და მუჯაჰიდის მადლს ერთიანად მისცემს; რადგან ქვრივს ეხმარება მისი გარდაცვლილი ქმრის ნაცვლად, ეხმარება უპოვარს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ის ხარჯავს თავის ძალებს მათზე და დიდსულოვნად უყოფს მათ სიკეთეს. ამგვარად, მისი ჯილდო გაუთანაბრდა ჯილდოს მარხვისთვის, ღამის ლოცვისთვის და ჯიჰადისთვის.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية