1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«بَادِرُوا بِالْأَعْمَالِ فِتَنًا كَقِطَعِ اللَّيْلِ الْمُظْلِمِ، يُصْبِحُ الرَّجُلُ مُؤْمِنًا وَيُمْسِي كَافِرًا، أَوْ يُمْسِي مُؤْمِنًا وَيُصْبِحُ كَافِرًا، يَبِيعُ دِينَهُ بِعَرَضٍ مِنَ الدُّنْيَا».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს. ადამიანი დილას მორწმუნე იქნება, ხოლო საღამოს ურწმუნო გახდება, ან საღამოს მორწმუნე იქნება და დილას ურწმუნო გახდება, თავისი რელიგიას ამქვეყნიური მცირედი სარგებლის სანაცვლოდ გაყიდვით».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 118

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მორწმუნეს, იჩქაროს და გაახშიროს კეთილი საქმეები მანამ, სანამ ეს შეუძლებელი გახდება, ან არ მოიწევა ცდუნებები და შრომატევადი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს შეუშლიან და გაარიდებენ ამ საქმეებს. ეს ცდუნებები ბნელი ღამის ნაგლეჯებს ჰგავს, სადაც სიმართლე და მცდარი ერთმანეთში ირევა, რაც ადამიანებს ამ ორს შორის გარჩევას ურთულებს. მათი სიმძიმის გამო ადამიანი ასე დაბნეული ხდება: დილას მორწმუნეა, ხოლო საღამოს ურწმუნო, ან საღამოს მორწმუნეა და დილას ურწმუნო. ის ტოვებს თავის რელიგიას ამქვეყნიური წარმავალი სარგებლის სანაცვლოდ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რელიგიის მტკიცედ დაცვა და კეთილი საქმეების შესრულებისკენ სწრაფვა სავალდებულოა, სანამ დაბრკოლებები ამას ხელს შეუშლის.
  2. მითითება იმის შესახებ, რომ ბოლო დროის ცდუნებები ერთიმეორის მიყოლებით მოხდება. ყოველი ცდუნება, რომელიც დასრულდება, მას სხვა უფრო რთული ცდუნება მოჰყვება.
  3. როდესაც ადამიანის რწმენა სუსტდება და ის ამქვეყნიური საქმეების, მაგალითად, სიმდიდრის ან სხვა სარგებლის სანაცვლოდ თავის რელიგიაზე უარს ამბობს, ეს ხდება მისი გადახრის, რელიგიის მიტოვებისა და ცდუნებებისადმი აყოლის მიზეზი.
  4. ჰადისში მითითებულია, რომ კეთილი საქმეები ცდუნებებისგან ხსნის მიზეზია. ეს საქმეები ადამიანს დაცვას აძლევს და რწმენას ამტკიცებს, რაც ცდუნებებისგან გადარჩენის მთავარი საშუალებაა.
  5. ცდუნებები ორ ტიპად იყოფა: ცდუნებების საფრთხეები, რომელთა მკურნალობა არის ცოდნა და ვნებების ცდუნებები, რომელთა მკურნალობა არის რწმენა და მოთმინება.
  6. ჰადისში მითითებულია, რომ ვისაც ნაკლები საქმეები აქვს, ცდუნება მას უფრო სწრაფად მოიცავს, ხოლო ვისაც ბევრი კეთილი საქმე აქვს, არ უნდა მოატყუოს თავისმა საქმეებმა, არამედ უფრო მეტად უნდა მოუმატოს მას.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية