1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე

عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُكْثِرُ أَنْ يَقُولَ: «يَا مُقَلِّبَ القُلُوبِ ثَبِّتْ قَلْبِي عَلَى دِينِكَ»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ، آمَنَّا بِكَ وَبِمَا جِئْتَ بِهِ فَهَلْ تَخَافُ عَلَيْنَا؟ قَالَ: «نَعَمْ، إِنَّ القُلُوبَ بَيْنَ أُصْبُعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ اللهِ يُقَلِّبُهَا كَيْفَ يَشَاءُ».

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 2140

განმარტება

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირი ვედრება იყო ალლაჰისგან რწმენასა და მორჩილებაში სიმტკიცის თხოვნა, ასევე ცდომილებისა და გზააბნეულობისგან დაცვა, ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაოცდა იმაზე, თუ რატომ იმეორებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ხშირად ამ დუას. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუხსნა, რომ გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს, გული არის რწმენისა და ურწმუნოების ადგილი, და მას გული ეწოდა მისი ხშირი ცვლილებების გამო; ის ყირავდება უფრო სწრაფად, ვიდრე მდუღარე ქვაბი. და ალლაჰი განამტკიცებს მას, ვისაც სურს, რწმენაში და სწორ გზაზე აყენებს მის გულს. ასევე, ის აცილებს იმ ხალხის გულს სწორი გზიდან, ვისი გულის აცილებაც მას სურს, რათა მათ გადაუხვიონ და შეცდომაში ჩავარდნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბალი იყო თავისი უფლის წინაშე და გულწრფელი ვედრებით მიმართავდა მას. ასევე, იგი მოუწოდებდა თავის უმმას, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ.
  2. სწორი გზის მიყოლისა და რელიგიის ერთგულებაში სიმტკიცის მნიშვნელობა, ასევე ის, რომ საქმეები ფასდება მათი დასასრულით.
  3. ალლაჰის მონას არ შეუძლია არსებობა იმის გარეშე, რომ ალლაჰმა გაამყაროს იგი ისლამის ერთგულებაში, თუნდაც თვალის დახამხამებაში.
  4. წახალისება, რომ ხშირად მივმართოთ ალლაჰს ამ ვედრებით ალლაჰის შუამავლის მაგალითზე მიყოლით.
  5. ისლამზე სიმტკიცე არის უდიდესი მოწყალება, რომლისკენაც მსახურმა უნდა ისწრაფოს და მადლობა გადაუხადოს თავის მბრძანებელს ამისთვის.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية